უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

19 მაისი, 2018 13:35
font-size

„თბილისის ცის ქვეშ“ - პროექტის ფარგლებში პიანისტ დავით ალადაშვილის და სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის კონცერტები გაიმართება

19 და 20 მაისს, მერიის ახალი პლატფორმის ფარგლებში - "თბილისის ცის ქვეშ" პიანისტ დავით ალადაშვილის და სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის კონცერტები გაიმართება. კულტურული ღონისძიებები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში იგეგმება. 19 მაისს, 21:00 საათზე, გლდანის მე-6-ე მიკრორაიონში, მაყურებლის წინაშე სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი წარდგება, ხოლო კვირას, 20 მაისს, 20:00 საათზე, ვერის ბაღში თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის პიანისტი დავით ალადაშვილი გამართავს სოლო კონცერტს.

"თბილისის ცის ქვეშ" დედაქალაქის მერიის მიერ ინიცირებული კულტურისა და ხელოვნების ახალი პლატფორმაა, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, რომ საკუთარი იდეები ღია ცის ქვეშ ახლებური ხედვით განახორციელოს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, გარეუბნებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, უქმე დღეებში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა.

პლატფორმა მოიცავს მუსიკალურ კონცერტებს, საგანმანათლებლო ლექციებს, ინფო-ტურებს, ღია კინოჩვენებებს, სხვადასხვა ტიპის გამოფენებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ფესტივალებს და სხვა ღონისძიებებს, რომლებზეც დასწრება თავისუფალი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

ახალი CONTINENTAL GT SPEED - პრემიერა მალე გაიმართება

17 მარტი, 2021 , 17:00

-უახლესი მოწინავე ტექნოლოგიები Continental GT Speed გამორჩეული თავგადასავლებისთვის -მოდელის მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 23 მარტს, თბილისის დროით 20:00 Bentley Motors ემზადება წარადგინოს ყველაზე დინამიური საგზაო ავტომობილი

BENTLEY წარმოგიდგენთ ახალ MULLINER VISUALISER , ექსკლუზიური კონფიგურაციების შესაქმნელად

5 მარტი, 2021 , 17:05

ახალი ვიზუალიზატორი ატელიე მულინერისგან საშუალებას იძლევა მომხმარებლების, პერსონიფიცირებულ კომფლექტაციაზე მოთხოვნები პირდაპირ გადაიგზავნოს სადილეროს ახალი ციფრული აპლიკაციიდან. დამატებითი აღჭურვილობის არჩევა და ინტერიე

ბენტლი თბილისი გთავაზობთ დახვეწილი აქსესუარების ფართო არჩევანს

2 მარტი, 2021 , 10:39

ჩვენთვის და ჩვენი ლოიალური მკითხველისთვის კარგად ცნობილია, როგორ ფართო ბენტლის ავტომობილების არჩევანს გთავაზობთ, საქართველოში, ბენტლი თბილისის სადილერო ცენტრი. მაგრამ, ახლა გვსურს, თქვენთან ერთად აღმოვაჩინოთ ხელნაკეთი, დ

ევროპაბეთსა და ნარდის სპორტულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება

9 თებერვალი, 2021 , 20:28

კომპანია ევროპაბეთსა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2020 წლის აპრილში გაფორმდა. მას შემდეგ  ევროპაბეთი  სპორტის ამ სახეობას აქტიურად უჭერს მხარს და მ

რამ შეიძლება გამოიწვიოს ვარიკოზი?

3 თებერვალი, 2021 , 19:09

ვარიკოზი ვენების დაავადებაა, რომელიც ძირითადად ქვედა კიდურებზე ვრცელდება. საწყის სტადიაზე ხილულ ნიშნებს ვერ შეამჩნევთ, თუმცა მეორე სტადიაზე წვრილი, ობობისებრი ვენები აღინიშნება, რომლებსაც მოლურჯო შეფერილობა აქვთ. შემდგომ

როგორ ვიქირაოთ მანქანა?

29 იანვარი, 2021 , 19:39

საქართველოში მანქანის ქირაობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ სერვისით სარგებლობენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ტურისტები. მანქანას ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო ქირაობენ: საქმიანი ვიზიტის დროს, ქალაქში გადას