უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 აპრილი, 2016 15:00
font-size

„თბილისის აეროპორტში“ ოქროს ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები გამოვლინდა

ოქროს საიუველირო ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 26 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანის მოქალაქე ს.ა.-ს ეჭვის საფუძველზე კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ხელბარგსა და სხეულზე აღმოაჩნდა საერთო წონით 219,08 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 13679,77 ლარი.

ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ს.ჯ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა 11331,13 ლარის ღირებულების 87,21 გრამი ოქროს ნაკეთობები.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, ორივე მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 13679,77 ლარისა და 11331,13 ლარის ოდენობით.

ეჭვის საფუძველზე მეტალოდეტექტორით და სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ა.-ს მებაჟე ოფიცრებმა 378,88 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 24539,5 ლარი.

ამავე მეთოდით შეამოწმეს და საერთო წონით 386,76 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანის მოქალაქე ჰ.მ.-ს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 30059,88 ლარი.

ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი