უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ეკონომიკა
თბილისის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა 29.06.2012 19:15

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხმათა უმრავლესობით დედაქალაქის 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატების” წევრის ჯაბა სამუშიას განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობა” თბილისის ბიუჯეტზე ზეწოლას ახორციელებს.

,,მაშინ, როდესაც არსებობს ამდენი სოციალური პრობლემაა, 2012 წლის ბიუჯეტში 2 მილიონ 200 ათასი სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებზეა გადანაწილებული”-აღნიშნა სამუშიამ. მან სხდომაზე 2011 წლის და 2012 წლის თბილისის ბიუჯეტი წარმოადგინა და ერთამანეთს შეადარა. დეპუტატის განცხადებით, 2011 და 2012 წლის ბიუჯეტებში ერთი და იგივე ქუჩების რეაბილიტაციაზეა საუბარი.

,,2012 წლის ბიუჯეტი არის საარჩევნო მანიპულაცია”-აღნიშნა სამუშიამ.

,,დედაქალაქის ბიუჯეტი განისაზღვრა 648 000 000 ლარით. მოხდა ამ თანხის გარკვეულ პროგრამებში გადანაწილება. Mეკონომიის შედეგად დარჩენილი თანხები სპორტის და განათლების პროგრამებს მოხმარდება. ოპოზიციის შენიშვნები უსაფუძვლო იყო. ისინი ამბობდნენ, რომ სოციალურ პროგრამებს თანხები მოაკლდა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ სოციალური ხარჯები არ შემცირებულა ბიუჯეტში. ის პროგრამა, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების დაზღვევას აფინანსებდა, არ შემცირებულა”-აღნიშნა სამუშიას საპასუხოდ საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ თამაზ შოშიაშვილმა.