უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 აგვისტო, 2016 13:15
font-size

თბილისის მერიასთან მოშიმშილე პარტიზანი მებაღეების წევრი კვლავ შეუძლოდ გახდა

თბილისის მერიის შენობასთან მოშიმშილე ,,პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტი ელენე მალაშევსკი-ჯაყელი კვლავ შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას პირველადი დახმარება აღმოუჩინა. აქტივისტმა ტერიტორიისა დატოვებაზე უარი განაცხადა. ჯაყელის თქმით, თუ შიმშილობის გაგრძელებას ვერ შეძლებს, მას მოძრაობის სხვა წევრი ჩაანაცვლებს.

თბილისის მერიასთან იმყოფებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კახა კოჟორიძე და ანა დოლიძე, მათ მოშიმშილე აქტივისტი მოინახულეს და პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტა სთხოვეს. თუმცა ,,პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლები შიმშილობის აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

ელენე მალაშევსკი-ჯაყელის მდგომარეობა გუშინ, თბილისის მერიაში მიმდინარე შეხვედრაზეც გაუარესდა, რა დროსაც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აქტივისტის შეხვედრიდან გაყვანა და მისთვის სამედიცინო დამხმარების აღმოჩენა მოითხოვა.

მე-9 დღეა ,,პარტიზანული მებაღეობის“ წევრები თბილისის მერიასთან შიმშილობენ. შიმშილობის აქცია ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნატა ფერაძემ დაიწყო, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ის ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა ჩაანაცვლა. ,,პარტიზანული მებაღეობის“ ძირითადი მოთხოვნა მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილისა და მისი მოადგილის გადადგომაა, რომლებსაც ბუნებისდამცველები ყაზბეგის 22 ნომერში ხეების მოჭრის ფაქტთან დაკავშირებით აკისრებენ პასუხისმგებლობას.

მარი ნამგალაძე

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი