უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
თბილისის მერიის წარმომადგენლებმა 80 წლის პენსიონერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 09.05.2012 14:07

თბილისში, მშრალ ხიდზე მოვაჭრე 80 წლის ცისანა თევზაძეს თბილისის მერიის ზესდამხვედელობის სამსახურის წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფის მიაყენეს, _ იუწყება ტელეკომპანია `მაესტრო~.

ცისანა თევზაძის თქმით, ის მშრალ ხიდზე ოჯახიდან გამოტანილ თეფშებს ყიდდა, როდესაც მასთან მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მივიდა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

მისი თქმით, მერიის წარმომადგენლებმა მას ხელები გადაუგრიხეს, გასაყიდად გამოტანილი თეფშები კი წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.