უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

12 მაისი, 2023 15:52
font-size

თბილისის 26-ე ჯაზფესტივალი სტენლი კლარკის კონცერტით დაიხურა

თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალი ჯაზის ცოცხალი ლეგენდის, ბასისტ სტენლი კლარკის კონცერტით დაიხურა.

ღონისძიებას 9-11 მაისს სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასი" მასპინძლობდა. მისი ორგანიზატორები კი კომპანია "ისთერნ პრომოუშენსი" და "თიბისი კონცეპტი" იყვნენ.

ქართველი მსმენელის წინაშე, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები წარდგნენ. ღონისძიების კულმინაცია 4 "გრემის" მფლობელის. სტენლი კლარკის პერფორმანსი გახდა. მან ბენდსა და ქართველ პიანისტ ბექა გოჩიაშვილთან ერთად დაუკრა.

მუსიკოსი საქართველოში რამდენჯერმეა ნამყოფი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში თავს შინაურულად გრძნობს.

"მსოფლიოში ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც აუდიტორია ისე გაგრძნობინებს თავს, თითქოს საკუთარ სახლში იყო. აქ ჩამოსვლა ამიტომაც მიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ქართველი მაყურებლისათვის დამეკრა და სცენაზე ბექასთან ერთად ვმდგარიყავი", -- აღნიშნა სტენლი კლარკმა.

ღონისძიებამ, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდა, მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. როგორც მათ აღნიშნეს, საქართველოში სტენლი კლარკის მოსმენას მომავალშიც ისურვებდნენ.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი