უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია გაეთიშება 02.05.2012 07:30

სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს, 11 საათიდან 17 საათამდე მთაწმინდის და ვაკის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, კოსტავას, თამარაშვილის და გიორგი წერეთლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დროის ამავე მონაკვეთში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აგრეთვე გლდანის რაიონის ნაწილს.

შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ბარალეთის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ელექტროენერგიის მიწოდება აგრეთვე შეეზღუდება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

დღესვე 11 საათიდან 17 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III და IIIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ხომლელის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

ელექტროენერგიის მიწოდება აგრეთვე შეეზღუდება: სამხედრო დასახლების, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, იდუმალის, ქიზიყის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

ელექტროენერგია გაეთიშება აგრეთვე, ისნის რაიონის ნაწილს.

შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), ბოროდინის, ფაღავას, სართიჭალის, ხერხეულიძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.