უკან

სამართალი

31 მაისი, 2016 18:45
font-size

თბილისის სააპელაციო სასამართლო რუსთავი 2-ის საქმის მომხსენებელი მოსამართლის განსაზღვრის საკითხს განმარტავს

თბილისის სააპელაციო სასამართლო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის მომხსენებელი მოსამართლის განსაზღვრის საკითხს განმარტავს.

როგორც სააპელაციო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის განაწილება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა.

სააპელაციო სასამართლოს განცხადებას მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:

,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის მომხსენებელი მოსამართლის განსაზღვრის საკითხი.

პირველ რიგში, გვინდა ერთმნიშვნელოვნად განვმარტოთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის სხვა მომხსენებელი მოსამართლისთვის გადაწერა განხორციელდა მხოლოდ ერთხელ და არ შეესაბამება სინამდვილეს გავრცელებული ხმები ამგვარი ცვლილების სამჯერ ან მეტად განხორციელებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა 2015 წლის 28 დეკემბერს და დაეწერა მოსამართლე ლილი ტყემალაძეს. 2016 წლის 15 მარტს მოსამართლე ლილი ტყემალაძის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების მიზეზით, აღნიშნული და მოსამართლის განხილვაში არსებული სხვა საქმეები, მათი განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, გადაეცა სასამართლოს კანცელარიას ხელახალი განაწილებისათვის. აღნიშნულის შედეგად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმე დაეწერა მოსამართლე ნატალია ნაზღაიძეს. აქვე განვმარტავთ, რომ სასამართლოს კანცელარია სამოქალაქო საქმეებს ანაწილებს ,,საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქმეთა შემოსვლის რიგისა და მოსამართლეთა რიგითობის მიხედვით. როგორც მოსამართლე ლილი ტყემალაძეზე, ასევე მოგვიანებით მოსამართლე ნატალია ნაზღაიძეზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის განაწილება განხორციელდა აღნიშნული კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

განსაკუთრებით გვინდა გამოვეხმაუროთ უკანასკნელ პერიოდში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების მიმართ გაკეთებულ დაუსაბუთებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს არა მხოლოდ მოსამართლეთა პროფესიულ და პიროვნულ შეურაცხოფას, არამედ საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სახეზეა სასამართლოს საქმიანობაზე გავლენის მოხდენისა და ზეწოლის კონკრეტული ნიშნები.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამართლე დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. ამასთან ერთად, აკრძალულია ნებისმიერი ფორმით, პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეწოლა მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან მომდინარეობს ამგვარი ზეგავლენის მცდელობა.

მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ სასამართლოსა და ინიდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებების გავრცელებისგან, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ან სასამართლოსა და მოსამართლის ავტორიტეტის ხელყოფისაკენ.

საქმეზე არსებული მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსამართლეებს მიეცეთ პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის საშუალება, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქმის სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოკვლევა, რაც აუცილებელია ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად.

გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლე არაა უფლებამოსილი ჩაერთოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე საჯარო დებატებში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყველას პასუხისმგებლობას ─ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის შეფასებას. შესაბამისად, მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ იმგვარი ქმედებების განხორციელებისა ან განცხადებების გაკეთებისაგან, რომლებიც შესაძლებელია აღქმულ იქნეს მოსამართლეთა საქმიანობაში ჩარევის მცდელობად და ხელს შეუშლის სამართალწარმოების სრულყოფილად განხორციელებას.’’

ნინო ექვთიმიშვილი

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10:00 საათზე გამოცხადდება

11 აპრილი, 2024 , 14:23

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება - ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს - "გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!"-  წერს თამთა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი