უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ნოემბერი, 2016 13:45
font-size

თბილისისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რკინიგზის მონაკვეთი შემოვლით გზაზე განთავსდეს - მამუკა სალუქვაძე

,,სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ ხელმძღვანელის მამუკა სალუქვაძის განცხადებით, თბილისის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფცია დედაქალაქის მერიას უკვე წარედგინა და მასში სამი ძირითადი საკითხია პრიორიტეტული - მშენებლობაზე გაცემული ნებართვები, რკინიგზის მონაკვეთის შემოვლით გზაზე გადატანა და ქალაქის ცენტრის განტვირთვა.

,,მიწათმშენებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა მიდის გრაფიკის მიხედვით. ჩვენი მიზანია ქალაქი იყოს კომპაქტური. არაა საჭირო სხვა ტერიტორიების ათვისება, თბილისში არის ძველი საწარმოების ტერიტორიები, რაც საკმარისი რესურსია ქალაქის ასათვისებლად. მნიშვნელოვანია აგრეთვე ქალაქის პოლარიზება, რადგან ქალაქი არ უნდა იყოს კონცენტრირებული მხოლოდ ცენტრში. თბილისის სხვადასხვა რაიონში შეიქმნება გარკვეული ცენტრები თავისი რეკრიაციული ზოლებით, რათა ცენტრალური ნაწილი განიტვირთოს.

ასევე მნიშვნელოვანია რკინიგზის მონაკვეთის შემოვლით გზაზე გადატანა, ამით დაახლოებით 78 ჰექტარი ფართობი გათავისუფლდება, რაც ასევე გამოიყენება რეკრეაციული ზოლისთვის. ეს ტერიტორია არ გაიყიდება პატარ-პატარა ნაწილებად და გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი. ქალაქში დღემდე პრობლემად რჩება საცობების საკითხი, ამას ახალი გზების აშენება არ უშველის, საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს და მოწესრიგდეს“, - განაცხადა სალუქვაძემ და აღნიშნა, რომ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2017 წლის აპრილისთვის დასრულდება.

მარი ნამგალაძე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი