უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
თბილისის ზოგიერთი ქუჩა დღეს წყალს შეზღუდვით მიიღებს 23.05.2012 10:00

კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, 1400 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანების აღმოსაფხვრელად, დღეს, საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი. რეაბილიტაცია აღნიშნული წყალდენის უშაკოვისა და ყვარლის ქუჩების კვეთაზე გამავალ მონაკვეთზე განხორციელდება.

ამ მიზნით, დღეს, 12:00 საათიდან 24 მაისის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ილურიძის, ლომთათიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, ურიდიას, ხუდადოვის, მარუაშვილის, სამშვილდის, სამურზაყანოს, აფხაზეთის, აჭარის, აგარის, ცხრა ძმის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, ლამის, თამარაშენის, სააკაძის, ასპინძის, მრელაშვილის, ბაბისხევის, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, გუჯარეთის, მელაანის, ფერმო-ავლაბრის, კობარეთისა და აწყურის ქუჩებს; ავლაბარსა და „მეტრომშენის“ დასახლებას.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყლის მიწოდების ხანგრძლივობა შეუმცირდება: ვაზისუბნის მიკრორაიონებს, მოსკოვის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებს.

საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ხვალ დილიდან შეუდგებიან.