უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 ოქტომბერი, 2017 09:00
font-size

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 6 ოქტომბერს, 23:00 საათიდან, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალება გორგასლის მოედანზე, ჯვრის მამის ეკლესიამდე, ასევე, გორგასლის ქუჩაზე, მეტეხის ხიდიდან ჰეიდარ ალიევის სკვერამდე. გადაიკეტება ევროპის მოედანი, ღვინის აღმართი, ხოლო მეტეხის ქუჩაზე მოძრაობა ნებადართული იქნება ევროპის მოედნამდე.

მოძრაობა სრულად აიკრძალება მარცხენა სანაპიროზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე. პანდუსიდან ჩამომსვლელი ავტომანქანები კი ორ რიგად იმოძრავებენ კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით.

მოძრაობა აიკრძალება გორგასლის ქუჩიდან ლეღვთახევის მიმართულებით, ასევე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე - აბანოთუბნის მიმართულებით.

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეეძლებათ ავლაბრის მოედანზე მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომზე და მიმდებარე ქუჩებზე.“

საკვანძო სიტყვები:

სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო -მამუკა ბახტაძე

19 ივლისი, 2019 , 16:03

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო და ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას,

კახეთის გზატკეცილის მიმართულებით ავტობუსების მარშრუტი იცვლება

19 ივლისი, 2019 , 15:54

კახეთის გზატკეცილზე, კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება. კახეთის გზატკეცილზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთზე, 20 ივლისიდან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში

თავდაცვის მინისტრი „შამქორი 2019“ სწავლების აქტიურ პროცესს გაეცნო

19 ივლისი, 2019 , 11:53

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების, „შამქორი 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო. თავდაც

ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და პაატა სალია დაინიშნა

18 ივლისი, 2019 , 17:40

ქიბარ ხალვაშმა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა და საჯარო რეესტრისგან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ითხოვა. საჯარო

`რუსთავი 2`-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლების ერთობლივი განცხადება

18 ივლისი, 2019 , 16:15

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. არხის თანამშრომლები მხარდაჭერას უცხადებენ ნიკა გვარამიას და აცხადებენ, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალუ

საჯარო რეესტრმა “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა

18 ივლისი, 2019 , 16:15

საჯარო რეესტრმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშსა და შპს “პანორამას” გადაუფორმა. ცვლილებები საჯარო რეესტრში უკვე ასახულია. ცვლილებების თანახმად, შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% ქიბ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს