უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 ოქტომბერი, 2017 13:10
font-size

„თბილისობის“ ყველა ღონისძიებაზე წინა წელთან შედარებით 270 ათასი ლარით ნაკლები დაიხარჯება - დავით ნარმანია

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას შეფასებით, წელს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი თბილისობა გვაქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს ახალ აღმაშენებელზე განუცხადა, სადაც „თბილისობა 2017“-ს აღნიშვნა ოფიციალურად 12:00-ზე დაიწყო, წინა წლებიც ღონისძიებებით იყო დატვირთული, მაგრამ წლევანდელი „თბილისობა“ გამორჩეულია ღონისძიებების რაოდენობით და იმ სიახლეებით, რომელიც ტრადიციულ ღონისძიებებთან ერთადაა წარმოდგენილი.

„მნიშვნელოვანია ის, რომ წელს პირველად, ჩვენი დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები იქნება, სადაც მათი კულტურის, მათი სამზარეულოს და ტრადიციების ჩვენება იქნება. გარდა ამისა, ახალ აღმაშენებელზე იქნება საქართველოს ისტორიაში არსებული მარკების გამოფენა-ჩვენება. აქვე ე.წ. ორთქლის ქალაქის ჩვენება იქნება, რომელიც ძალიან საინტერესო კონცეფციაა. ასევე, ფრანების შოუ რიყის ტერიტორიაზე გაიმართება და ბოლოს შემაჯამებელი ღონისძიება-გალა კონცერტი აბანოთუნანში ჩატარდება, რომელიც ასევე წელს პირველად ძალიან საინტერესო კონცეფციითაა წარმოდგენილი.

სიმღერები სხვადასხვა სცენებზე იქნება წარმოდგენილი და აქვე, ტრადიციულად საპატიო თბილისელები დაჯილდოვდებიან. ყოველდღიურად 20-ზე მეტი სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს პარალელურად - ასე რომ, ძალიან საინტერესო ღონისძიებებია.

ღონისძიებებით ძალიან დატვირთულია, როგორც დღევანდელი ისე ხვალინდელი დღე. წელს სტუმრების უიპრეცედენტოდ დიდ რაოდენობას ველოდებით. ამინდიც კარგი გვაქვს და ყველა წინაპირობაა იმისათვის, რომ დაუვიწყარი თბილისობა ვიზეიმოთ“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ყველა ღონისძიებაზე ერთ მილიონამდე ლარი დაიხარჯება, რაც 270 ათასი ლარით ნაკლებია, ვიდრე წინა წლის თბილისობის ბიუჯეტი.

მონიკა დავლიანიძე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი