უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 მაისი, 2019 11:25
font-size

თბილისსა და 30-ზე მეტ ქალაქში, კოსტიუმირებული დღესასწაული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

ღია ცის ქვეშ გაცოცხლებული მუზეუმის იდეის ფარგლებში, 18 მაისს, მთელს საქართველოში კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული დღესასწაული, ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.

სამოსის დღე უკვე ოთხი წელია მთელი საქართველოს მასშტაბებით იმართება და წელს განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. 30-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება. კერძო დაწესებულებები საკუთარ სივრცეში სტუმრებს ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი პერსონალით მოემსახურებიან. ქართული სამოსის დღე აღინიშნება ასევე მილანსა და ფერეიდანში.

ორგანიზატორთა ცნობით, დღის განმავლობში მთელს საქართველოში დაგეგმილია კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული აღლუმები, საინტერესო გამოფენები, პერფორმანსები, კონცერტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან.
ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები და ტურისტები დედაქალაქსა და რეგიონებში ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობას შეძლებენ. შესაძლოა მომავალში ეს დღე საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცეს, როგორც ევროპის სხვა ბევრ ქვეყანაში ჩადიან ტურისტები ისტორიული კარანავალების სანახავად.

პროგრამა:

“18 მაისს 15:00 საათზე თბილისის ყველა მეტროსთან სხვადასხვა კუთხის ქართულ სამოსში გამოწყობილი ქორეოგრაფიული ანსამბლები შეიკრიბებიან და ფლეშმობებს მოაწყობენ. პერფორმანსების დასრულებისთანავე, დედაქალაქის ყველა რაიონიდან, ნაციონალურ კოსტიუმში გამოწყობილი 600-მდე მოცეკვავე მუნიციპალური ტრანსპორტით, რიყის პარკისკენ გაემართება.
17:00 ავალაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბება და კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული მსვლელობით რიყისკენ, ევროპის მოედნისკენ გაემართება, სადაც მასშტაბური, 600 კაციანი ფლეშმობი მოეწყობა. (18:00)
15:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება გამოფენები
ფლეშმობის დასრულების შემდეგ, 19:00 საათზე სცენის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე სხვადასხვა კუთხის ნაციონალური კოსტიუმების წარდგენა მოწყობა.
ჩვენებაში მონაწილეობას ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს, რომელიც სამოსის დღეზე ევროპის მოედანზე ნებისმიერი ქვეყნის ეროვნულ სამოში გამოწყობილი მივა. დღის ბოლოს 20:00 საათზე, ღონისძიებები ბენდ „ჩვენებურების“ გალა კონცერტით დასრულდება.

18 მაისი იქცა საზოგადოების მიერ თვითორგანიზებულ დღედ, როცა მთელი საქართველო ერთდროულად მართავს მასშტაბურ ღონისძიებებს და კარნავალის ტიპის კოსტიუმირებულ აღლუმებს. მთელი საქართველო ღია ცის ქვეშ გაცოცხლებულ მუზეუმად იქცევა და ქვეყანაში არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა სხვადასხვა ფორმით ქუჩებში გამოიფინება.

ეროვნული სამოსის დღემ მთელს ქვეყანაში საზოგადოებრივი კამპანიის სახე მიიღო. რამდენიმე ცნობილი სასტუმროს მომსახურე პერსონალი ამ დღით სტუმრებს ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ემსახურებიან, მთაწმინდის პარკი ყოველ წელს სამოსის დღეს საკუთარი ძალებით აღნიშნავს, პარკის ტერიტორიაზე. გასულ წელებში საქართველოს ეროვნული სამოსის დღე საზღვარგარეთ 12 ქალაქში აღნიშნეს ქართულმა დიასპორებმა და საელჩოებმაც. მათ შორის, ვაშინგტონში, ლონდონში, დუბლინში, კიევში და კიდევ რამდენიმე ქალაქში. წელს აღინიშნება მილანში.

რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა, მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია -ნინო ლომჯარია

15 ივნისი, 2019 , 15:02

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ლგბტ თემის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მიერ გუშინ ორგანიზებული აქციის მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებუ

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია

15 ივნისი, 2019 , 14:19

14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“, ჟურნალის Entrepreneur ივნისის ნომრისა და საიტის www.entrepreneur.ge  პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებას სპოსნორობა პაშა ბანკმა გაუწია. პრეზენტაციას Entrepreneur-ის ამ დრომდე გა

საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის გამოფენისა და გამოსახვის წესები მოწესრიგდა

14 ივნისი, 2019 , 17:18

საქართველოს მთავრობის 14 ივნისის დადგენილებით, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის გამოფენისა და გამოსახვის წესები მოწესრიგდა, - ამის შესახებ ჰერალდიკის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაცი

ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი თურქეთის უნივერსიტეტის პროფესორს მიენიჭა

14 ივნისი, 2019 , 17:03

„მოხარული ვარ, რომ ჩემი წიგნით - „საქართველოს პირველი წარმომადგენლობა ანკარაში და თურქულ-ქართული ურთიერთობები“ - ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის ერთ-ერთი ყ

თბილისის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს

14 ივნისი, 2019 , 16:26

დედაქალაქის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“  წელს VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს. ფესტივალის ფარგლებში თბილისის სხვადსხვა უბანში გაიმართება კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

სკოლებში უსაფრთოების გაძლიერების საკითხებთან დაკავშირებით, პოლონელ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

14 ივნისი, 2019 , 14:40

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ პოლონელ ექსპე

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!