უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ივლისი, 2017 13:00
font-size

თბილისსა და ნატოს თანამშრომლობის გაძლიერება შეიძლება ჩაშალოს ორი ქვეყნის ხალხისთვის მომგებიანი პროცესი - რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრი, 7 ივლისს პრაღაში გამართული აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა შეაჯამა.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „ტრადიციულად, იყო განხილული კონკრეტული საკითხები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს კავშირების განვითარებას შეეხება ისეთ სფეროებში, სადაც დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში პროგრესი შესაძლებელია, ესენია: ვაჭრობა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული კონტაქტები“.

„მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, რუსეთსა და საქართველოს შორის ტვირთბრუნვა 10%-ით გაიზარდა და 302 მილიონი დოლარი შეადგინა. რუსეთში ქართული ღვინოს შეტანა გაორმაგდა, ასევე ინარჩუნებს ზრდის ტენდენციას სოფლის მეურნეობის პროდუქცია.

ასევე ზრდადია რუსი ტურისტების რაოდენობა. სამწუხაროდ, ამ სფეროში ნორმალური თანამშრომლობის განვითარებას ხელს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი უშლის.

ორმხრივი ვაჭრობის ზრდამ ასევე საავტომობილო გადაზიდვები გაზარდა, რაც საქართველოს სამხედრო გზაზე შეუფერხებლად გადაადგილების აქტუალურობას უსვამს ხაზს. ამასთან დაკავშირებით, მხარეები შეთანმხდნენ, რომ უახლოეს დროში „ზემო ლარსის ყაზბეგის“ გამშვები პუნქტის მოდერნიზაციის საკითხები შეიმუშაონ, რომელშიც მონაწილეობას ორი ქვეყნის დაინტერესებული უწყებების ექსპერტები ჩაებმებიან.

სავაჭრო კავშირების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი შეიძლება გახდეს 2011 წლის შეთანხმება საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ. მხარეებმა აღნიშნეს მზაობა, დოკუმენტში არსებული ყველა პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე უახლოეს დროში ხელი მოაწერონ კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანიასთან პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებით.

ასევე, აღნიშნული იყო საჰაერო მიმოსვლის ზრდა.

მხარეებმა, ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზაციის გაგრძელების მზაობა დაადასტურეს. ამასთან, რუსულმა მხარემ კვლავ გაუსვა ხაზი, რომ თბილისსა და ნატოს თანამშრომლობის გაძლიერება და საერთაშორისო ასპარეზზე გახშირებული მტრული რიტორიკა ქართველი ოფიციალური პირების მხრიდან, სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების გამყარების ტენდენციას ეწინააღმდეგება. ასეთმა რიტორიკამ შეიძლება ჩაშალოს ორი ქვეყნის ხალხისთვის მომგებიანი პროცესი“,-ნათქვამია განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

მე-9 მოწვევის პარლამენტი დღეს მუშაობას დაასრულებს

30 სექტემბერი, 2020 , 10:55

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს. საკანონმდებლო ორგანოს მოქმედი შემადგენლობით ბოლო პლენარული სხდომა დღეს, 30 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა პლენარული სხდომები

გიორგი გახარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა

29 სექტემბერი, 2020 , 17:49

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.  მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ყურადღება დაუთმეს COVID-19-

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას შეხვდა

29 სექტემბერი, 2020 , 16:45

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას შეხვდა. ორბელიანების სასახლეში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ევრო

მმართველი გუნდის წევრებისთვის საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს - „ლელო“ ახალი ინიციატივით გამოდის

29 სექტემბერი, 2020 , 16:05

„ლელოს“ ლიდერებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა - კახა კოჟორიძემ და ლევან კობერიძემ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის წევრებისთვის სავალდებულო უნდა

„ქართული ოცნება“ სრულ საარჩევნო სიას პირველ ოქტომბერს გამოაქვეყნებს

29 სექტემბერი, 2020 , 15:30

„ქართული ოცნების“ სრული საარჩევნო სია პირველ ოქტომბერს გამოქვეყნდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „გამსვლელ სიაში ოცეულის შემდ

მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი იყენებს - გია ვოლსკი

29 სექტემბერი, 2020 , 15:30

მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი იყენებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე -სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე