უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 მარტი, 2017 17:35
font-size

თბილისში 14 წლამდე პირების მიერ მაღაზიების ქურდობის ფაქტი გახშირდა

თბილისში ბოლო ორი თვის განმავლობაში 14 წლამდე ასაკის პირებმა 50-მდე მაღაზია გაძარცვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქრონიკა“ ავრცელებს.

მაღაზია „ლეინის“ მეპატრონის, ირაკლი ჩოგოვაძის თქმით, ბავშვებს რამდენიმე წამი დასჭირდათ ფულის წასაღებად.

„მაღაზიას ისე აღებენ, რომ საკეტი არ ზიანდება . შემოიპარეს, სულ რაღაც 20 წამი დაჰყვეს, იცოდნენ ზუსტად, სად იყო ეს ფული შენახული , მოკიდეს ამ ფულს ხელი და გაიქცნენ“, - თქვა ჩოგოვაძემ „ქრონიკასთან“ საუბარში.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, მსგავსი სქემით მცირეწლოვნებმა სხვა მაღაზიებიც გაქურდეს. რაც შეეხება პოლიციას, ისინი მათ დაკავებას ვერ ახერხებენ მათი ასაკის გამო. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 80-ე მუხლის მიხედვით, პირზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ 14 წლიდანაა შესაძლებელი.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, კანონმდებლობა 14 წლამდე პირის მიმართ, რომლებიც დანაშაულებრივ ქმედებაში არის შემჩნეული, გადაიხედება.

„საკმაოდ ლიბერალური დამოკიდებულებაა არასრულწლოვანთა მიმართ, როდესაც ისინი დანაშაულს სჩადიან. პრევენცია, რომ მოხდეს, ამისათვის აუცილებელია ევროპული გამოცდილების გადმოღება. უნდა დაინიშნოს ფსიქოლოგის საათები“, - თქვა ზოიძემ.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, თეა მაჩაიძის თმით, მცირეწლოვანთან მიმართებით პატიმრობა მხოლოდ „უკიდურეს შემთხვევაში“ უნდა გამოიყენონ, სხვა დროს „უპირატესობა უნდა მიენიჭოს აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიებების გამოყენებას“.

რაც შეეხება მცირეწლოვანთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკას, მას არ აწარმოებენ.

ანა მებურიშვილი

საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს გლობალური ვაქცინაციის სამიტზე - გიორგი გახარია

4 ივნისი, 2020 , 19:49

საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს  გლობალური ვაქცინაციის სამიტზე, რომელსაც დღეს გაერთიანებული სამეფო მასპინძლობდა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9841 ლარი გახდა

4 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9841 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0416 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნული ბანკის ქმედებები ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ ყოველთვის გააზრებული და პროფესიონალური იქნება - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის ქმედებები იქნება ყოველთვის გააზრებული, ანალიზზე დაფუძნებული და არსებული სიტუაციის შესაბამისი, ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ პროფესიონალური და საშუალო და მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი, – ამი

22 მაისამდე ქვეყანაში მოძიებულია 3 500-მდე კონტაქტი, იდენტიფიცირებულია დაახლოებით 15 კლასტერი - მთავრობის ანგარიში

4 ივნისი, 2020 , 17:30

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 მაისის მდგომარეობით, 3 500-მდე კონტაქტის მოძიება განხორციელდა. მათივე ცნობით,

ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

4 ივნისი, 2020 , 17:30

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გადაადგილების შეზღუდვა 11 ივნისამდე იმოქმედებს - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვების დაწესების მიზეზებს ასახელებს

4 ივნისი, 2020 , 17:30

COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!