უახლესი ამბები
- 17.02.2019 11:03შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი
- 17.02.2019 10:57პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხოეთის მოქალაქეები დააკავა
- 17.02.2019 10:26დღის კალენდარი _ 17 თებერვალი
არქივი
სამართალი


თბილისში 21 წლის ქალი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა
29 აპრილს, ღამის კლუბიდან დაბრუნებული 21 წლის ქალი ოჯახის წევრმა გარდაცვლილი იპოვა. სავარაუდოდ, ის ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
როგორც მედიანიუსს შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს სამედიცინო ექსპერტიზა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია სსსკ-ის 115-ე მუხლით, რაც გულისხმობს მსხვერპლისადმი მუქარით, სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით მისი თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას, რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
უწყებაში არ ადასტურებენ ინფორმაციას კიდევ 8 ადამიანის ინტოქსიკაციის შესახებ.
წინა დღით, 28 აპრილს რუსთავი 2-ის სიუჟეტში განაცხადეს, რომ თბილისში ახალი ნარკოტიკი, „აბაზანის მარილი“, იგივე მეფედრონი გავრცელდა.
ერთი კვირით ადრე მეფედრონით მოქალაქეთა სავარაუდო მძიმე ინტოქსიკაციის შესახებ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“. არასამთავრობოს თქმით, აღნიშნული ნივთიერება სინთეთიკური სტიმულატორია ამფეტამინისა და კათინონის ჯგუფიდან და მას იცნობენ, როგორც აბაზანის მარილს.
„თეთრი ხმაურის“ განმარტებით, „მეფედრონი თეთრი ფხვნილის სახით არსებობს, მას მოიხმარენ ორალურად, სასუნთქი გზების საშუალებით და ინტრავენურად. ყველაზე უსაფრთხო მოხმარებად მისი საჭმელთან ერთად მიღება ითვლება. სასუნთქი გზების საშუალებით მიღებული ნივთიერება რამდენიმე წუთში იძლევა ეფექტს და პიკს ნახევარ საათში აღწევს, ორალური გზით კი 45 წუთში. ინტრავენური მოხმარება მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული“.
განცხადების თანახმად, „მეფედრონით თრობის დროს დამახასიათებელი სიმპტომებია: ეიფორია, ენერგიის მატება, აღგზნება, გადამეტებული აქტიურობა, პულსისა და სუნთქვის გახშირება, ცხვირიდან სისხლდენა, არტერიული წნევის მატება, შფოთვა, პარანოია, გულღიაობა, ლაპარაკის სურვილი, მოუსვენრობა, კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერების მიმართ დაუძლეველი შიმშილი.
ძლიერად გამოხატული ზედოზირების დროს შემდეგი სიმპტომები ვლინდება: კიდურების მოძრაობის შეზღუდვა, კრუნჩხვები, გულმკერდის არეში ტკივილი, გულის არითმია, გაუწყლოება, ტინიტუსი, ვასკულიტი ანუ სისხლძარღვების ანთება, სუნთქვის შეჩერება.
საკვანძო სიტყვები:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი
17 თებერვალი, 2019 , 11:03

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხოეთის მოქალაქეები დააკავა
17 თებერვალი, 2019 , 10:57

თბილისში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს
16 თებერვალი, 2019 , 14:20

ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
16 თებერვალი, 2019 , 13:42

„ბერმელის“ სარჩელი ყოფილ თანამშრომლებთან ყალბი სესხებით 20,260 ლარის მითვისებაზე, არ დაკმაყოფილდა - „ახალგაზრდა ადვოკატები“
15 თებერვალი, 2019 , 22:54

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა
15 თებერვალი, 2019 , 13:05