უკან

საზოგადოება

8 მაისი, 2018 14:25
font-size

თბილისში აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

29 მაისს, თბილისში, პარლამენტის წინ აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მთავარი მოთხოვნა ეფექტური გამოძიების წარმოება, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომიტეტის შექმნა იქნება.

,,2018 წლის 29 მაისს ერთი წელი სრულდება თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, აფგან მუხთარლის, სავარაუდო გატაცებიდან.

სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ გაუსაჯაროებიათ. არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს გამოძიებაზე არსებული პოლიტიკური ზეგავლენის შესახებ.

საქართველოში მომხდარი ასეთი ფაქტი საფრთხეს უქმნის საქართველოს იმიჯს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის მხრივ, რაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს არაერთხელ აღუნიშნავთ.

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივმა პროტესტმა აფგან მუხთარლის გატაცების პერიოდში და არაეფექტიანი გამოძიების მიმდინარეობისას ეს პრობლემა აქტუალური გახადა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიქცია. სწორედ სამოქალაქო აქტივიზმია ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს. მეტიც, ის გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყანაში დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესანარჩუნებლად, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

2018 წლის 29 მაისს კიდევ ერთხელ გვსურს შევიკრიბოთ და ვაჩვენოთ, რომ საქართველოში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება არსებობს, რომელიც ზრუნავს ადამიანების უფლებებზე და მათ დასაცავად ერთიანდება. აუცილებელია ყველამ ერთად მოვითხოვოთ საქმის ეფექტიანი გამოძიება და პარლამენტში საგამოძიებო კომიტეტის შექმნა, რაც დაეხმარება აფგან მუხთარლის დაამტკიცოს სიმართლე აზერბაიჯანში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე. მსგავსი ფაქტი საქართველოში აღარ უნდა განმეორდეს.

მშვიდობიან, მდუმარე აქციაზე დარიგდება მაისურები და სხვადასხვა საინფორმაციო მასალა.

აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრალური უბნიდან გაუჩინარდა. ის თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ თბილისში, თავის სახლთან ახლოს, ნიაღვრის ქუჩაზე, 4-მა ადამიანმა გაიტაცა - ის იძულებით ჩასვეს მანქანაში პირებმა, რომლებსაც საქართველოს პოლიციის ფორმები ეცვათ და ქართულად საუბრობდნენ. მომდევნო დღეს აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში აღმოჩნდა დაპატიმრებული.

აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის ბრალად ედება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საზღვარზე თანხის არადეკლარირებულად გადატანა, რისთვისაც მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. 2018 წლის 12 იანვარს, აზერბაიჯანის ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელი აფგან მუხთარლის დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა გადაწყვეტილება ამ ინსტანციაშიც არ შეცვლილა“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

როგორ გეგმავდნენ ივანიშვილის ჩამოშორებას კვირიკაშვილი და ხაზარაძე – ვიდეო

19 იანვარი, 2019 , 12:40

ტელეკომპანია “რუსთავი2“- ის  დღევანდელ შაბათის კურიერში საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ აპირებდნენ პრემიერი კვირიკაშვილი და ბანკირი ხაზარაძე ივანიშვილის გადაგდებას.

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

19 იანვარი, 2019 , 09:14

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში

სოციალური შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს, სამსახურის დაწყების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში დახმარება არ გაუუქმდებათ

18 იანვარი, 2019 , 16:14

საქართველოს მთავრობის ინიციატივით სოციალური შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს, სამსახურის დაწყების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება არ გაუუქმდებათ. მეორე წლის განმავლობაში კი, ყველა არამონეტარული შეღავა

ჩვენ უზრუნველვყოფთ სკოლების დეცენტრალიზაციას - მიხეილ ბატიაშვილი

18 იანვარი, 2019 , 15:59

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების წარდგენისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სკოლების დეცენტრალიზაცია ყველა მიმართულებით და სა

აფეთქება არ დასტურდება - „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განმარტება გეთიას ქუჩაზე დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით

18 იანვარი, 2019 , 15:31

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 18 იანვარს გეთიას ქ. #30ბ-ში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე

აუცილებელია პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვა - მიხეილ ბატიაშვილი

18 იანვარი, 2019 , 15:29

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულების პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პროფესიაში შემოვიდნენ ახალი კადრები, მოხდეს ახალგა