უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 სექტემბერი, 2017 17:17
font-size

თბილისში ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმი მიმდინარეობს

9-10 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს ფორუმში მონაწილეობას იღებს 200-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ახალგაზრული პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები. საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება.

ფორუმის ძირითადი მიზანია ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა. ასევე გაიმართა ორგანიზაციების გამოფენა „ღია სივრცის“ მეთოდით, სადაც დასწრების შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მსურველს ჰქონდა.

ფორუმს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე ესწრებიან. მათ პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა და ახალგაზრდული ორგანიზაციების შეკითხვებს უპასუხეს.

ფორუმის პარტნიორები არიან არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი “მზიანი სახლი” (თბილისი), სალტო აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რესურს ცენტრი (ვარშავა, პოლონეთი), საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია – სიქა (რუსთავი), ახალგაზრდული ასოციაცია “დრონი” (თბილისი), ასოციაცია “ათინათი” (ზუგდიდი), სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო (ოზურგეთი), ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის (რუსთავი).

ფორუმის მიზნები:
საქართველოს ახალგაზრდული სფეროს განვითარების სტრატეგიის განხილვა;
სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციის და თანამშრომლობის დამყარების ხელშეწყობა;
მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლება და თანამშრომლობის გაღრმავება;
ახალგაზრდულ სფეროში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამებისა და ფონდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
ფორუმის მთავარი თემები და ფორმატი:
თემა: საქართველოს ახალგაზრდული სფეროს განვითარების სტრატეგია;
ფორმატი: პანელური დისკუსია;
თემა: ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობა;
ფორმატი: გამოფენა;
თემა: საქართველოს ახალგაზრდული სფეროს განვითარების სტრატეგიის განხორციელება;
ფორმატი: პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი;
თემა: საქართველოს ახალგაზრდული სფეროს განვითარების სტრატეგიის განხორციელება;
ფორმატი: მუშაობა მცირე ჯგუფებში;
თემა: სამუშაო ჯგუფების მიგნებები და რეკომენდაციები;
ფორმატი: პრეზენტაცია, დისკუსია, კითხვა-პასუხი.

სამუშაო ფორმატი მოიცავს პრეზენტაციებს, პლენარულ დისკუსიებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას. ორგანიზაციების გამოფენა გაიმართება „ღია სივრცის“ მეთოდით, სადაც დასწრების შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ მსურველს.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი