უახლესი ამბები
- 17.04.2021 18:2319 აპრილს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება
- 17.04.2021 17:40`ქართული ოცნება` თვლის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ისეთივე ხრიკებით გავა ფონს, რომლითაც საშინაო პოლიტიკაში ცდილობს გადარჩენას - გრიგოლ გეგელია
- 17.04.2021 17:05როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18-19 აპრილს
- 17.04.2021 17:05დადგა დრო, აშშ-სა და ევროკავშირს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მივმართოთ - შალვა ნათელაშვილი
- 17.04.2021 17:05ათასგვარი ბინძური კამპანიაა აგორებული ჩვენი მისამართით და უნდა დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან - ვარლამ გოლეთიანი
- 17.04.2021 17:05რა დავაშავეთ, რომ ასეთ სიგიჟეს გვაყურებინებენ - ნიკოლოზ მჭედლიშვილი
- 17.04.2021 16:40მივესალმები, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს - კახა ქემოკლიძე
- 17.04.2021 16:40აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა წელსაც ვირტუალურ ფორმატში გაიმართება
- 17.04.2021 15:55უმნიშვნელოვანესი იყო სავალუტო ფონდის პროგრამის მხარდაჭერა საქართველოსათვის ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში - ლაშა ხუციშვილი
- 17.04.2021 15:55ახლა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, გამოიჩინეთ ანალოგიური სიმამაცე და მოაწერეთ ხელი დოკუმენტს - მარინა კალიურანდი
არქივი
საზოგადოება


თბილისში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო
თბილისი 2018 წელს ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება. შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე - რუსთაველის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, ასევე, პეკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო.
აღნიშნულ პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორ ლევან ჯღარკავასთან და მერის მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, „თბილსერსვის ჯგუფს“ საახალწლოდ ქალაქის განათება დაწყებული აქვს. ამჟამად, შესაბამისი სამუშაოები რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ვფიქრობ, რომ რუსთაველის გამზირი ძალიან ლამაზი იქნება და ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა მოიწონებს“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ის განათებები, რომლებიც გასულ წელს ცენტრალურ უბნებში იყო დამონტაჟებული, წელს თბილისის სხვადასხვა რაიონში გადანაწილდება.
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის განცხადებით, მიმდინარე წელს საახალწლო ილუმინაციებისთვის სამი მლნ ლარი დაიხარჯა.
„საახალწლო განათება იტალიიდან ჩამოვიტანეთ. მთავარ გამზირზე მონტაჟდება პეპელას ფორმის 32 განათება. ასევე, დეკორატიულად მოირთო ხეები. წელს რუსთაველის გამზირი იქნება ოქროსფერ ფერებში, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი იქნება. ასევე, დაახლოებით, სამი-ოთხი დღე დაგვჭირდება რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, რომლის შემდეგაც მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე გადავინაცვლებთ“, - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.
დღემდე „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციების და აქსესუარების მონტაჟს თბილისის გარეუბნებში ახორციელებდა. აღნიშნულ უბნებში უკვე არსებული სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული.
სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.
საკვანძო სიტყვები:
„არა ნამახვანჰესს“ – მთავრობის კანცელარიასთან 24 საათიანი აქციები დაიწყო
17 აპრილი, 2021 , 19:59

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18-19 აპრილს
17 აპრილი, 2021 , 17:05

რა დავაშავეთ, რომ ასეთ სიგიჟეს გვაყურებინებენ - ნიკოლოზ მჭედლიშვილი
17 აპრილი, 2021 , 17:05

უმნიშვნელოვანესი იყო სავალუტო ფონდის პროგრამის მხარდაჭერა საქართველოსათვის ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში - ლაშა ხუციშვილი
17 აპრილი, 2021 , 15:55

“არა ნამოხვანჰესს!” - ლონდონში რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
17 აპრილი, 2021 , 15:09

მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი - თეა გოდოლაძე ახალ ფოტოს ავრცელებს
17 აპრილი, 2021 , 15:04