უახლესი ამბები
- 17.04.2021 15:09“არა ნამოხვანჰესს!” - ლონდონში რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
- 17.04.2021 15:04მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი - თეა გოდოლაძე ახალ ფოტოს ავრცელებს
- 17.04.2021 14:41`დისკრიმინაცია დანაშაულია - არა ძალადობას` - რუსთაველის ეროვნული თეატრის წინ აქცია მიმდინარეობს
- 17.04.2021 14:34ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება... და ასეა მე-9 წელია - დავით ჭიჭინაძე
- 17.04.2021 14:29პანსიონში, სადაც ბავშვებზე ძალადობენ, მეუფე სპირიდონმა ომბუდსმენის რწმუნებულები არ შეუშვა
- 17.04.2021 13:18მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში მიემგზავრებიან
- 17.04.2021 13:13შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 520 ფაქტი გამოავლინა
- 17.04.2021 13:07ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო
- 17.04.2021 13:02მინდია გოგოჭურს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 17.04.2021 12:57საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს პანდემიის ფონზე შექმნილ რთულ გარემოებებში -კობა გვენეტაძე
არქივი
საზოგადოება


თბილისში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებისგან დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა.
მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, დაწყებულია კახეთის გზატკეცილის მარცხენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„აღნიშნული სამუშაოებისთვის დაახლოებით 8,5 მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული წლევანდელ ბიუჯეტში. სავარაუდოდ, 2 მილიონი ლარის ინვესტიციას GWP განახორციელებს, რადგან სრულად შეიცვლება საკომუნიკაციო ქსელი. სამუშაოების დასრულება სექტემბერი-ოქტომბრისთვის იგეგმება. გარდა ამისა, მეორე ეტაპისთვის დაგეგმილი გვაქვს ცენტრალური ზოლის შეკეთება“, - განაცხადა მერის მოადგილემ.
თბილისის მერმა ირაკლი ბენდელიანს კახეთის გზატკეცილის კეთილმოწყობა დაავალა. კახა კალაძის თქმით, საჭიროა განახლდეს გზაგამყოფები და ბორდიურები, მოეწყოს განათება და ტერიტორია გამწვანდეს.
მისივე თქმით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ბარათაშვილის აღმართის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც.
„აშკარად ეტყობა, რომ ამ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურა სერიოზული პრობლემაა. უნდა განხორციელდეს სრული რეაბილიტაცია და რაც შეიძლება სწრაფად. როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ისე მიწისქვეშა კომუნიკაციები, თუ რაიმეა შესაცვლელი, შეგიძლიათ GWP-ისთან გაიაროთ და ეს პროექტი იქნას განხორციელებული. ასევე, განათებები, ბორდიური - რაც კი გასაკეთებელია, ძალიან მაღალი ხარისხით უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:

“არა ნამოხვანჰესს!” - ლონდონში რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
17 აპრილი, 2021 , 15:09

მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი - თეა გოდოლაძე ახალ ფოტოს ავრცელებს
17 აპრილი, 2021 , 15:04

`დისკრიმინაცია დანაშაულია - არა ძალადობას` - რუსთაველის ეროვნული თეატრის წინ აქცია მიმდინარეობს
17 აპრილი, 2021 , 14:41
პანსიონში, სადაც ბავშვებზე ძალადობენ, მეუფე სპირიდონმა ომბუდსმენის რწმუნებულები არ შეუშვა
17 აპრილი, 2021 , 14:29

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს პანდემიის ფონზე შექმნილ რთულ გარემოებებში -კობა გვენეტაძე
17 აპრილი, 2021 , 12:57

ვვარაუდობთ, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45%-ს დაუბრუნდება - საქართველოს აეროპორტების გაერთანება
17 აპრილი, 2021 , 12:51