უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 იანვარი, 2019 12:25
font-size

თბილისში ავტომანქანების დაზიანებისა და გაქურდვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ქურდობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.ზ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა თბილისში სამი ავტომობილი გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს თბილისში ხუთი ავტომობილი დააზიანა, სამი ავტომობილიდან კი სხვადსხვა ნივთი მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე 278 მოსამართლეს სათითაოდ უგზავნიან პერსონალურ წერილს

23 იანვარი, 2019 , 13:33

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე 278 მოსამართლეს სათითაოდ უგზავნიან პერსონალურ წერილს: პატივცემულო მოსამართლეებო, გადავწყვიტეთ დღეს მოგვემართა თქვენთვის, რადგან

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დაკავებულია

23 იანვარი, 2019 , 10:25

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას

თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს

22 იანვარი, 2019 , 20:37

თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს. 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილე

ყაჩაღობასა და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულებს 10 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

22 იანვარი, 2019 , 15:41

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულები ზ.ჩ. და ბ.ლ. დამნაშავედ ცნო

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინა

22 იანვარი, 2019 , 12:59

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გ

სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე ფაქტების გამო მომჩივნების არაადამიანური მოპყრობის აკრძალვისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა

21 იანვარი, 2019 , 17:41

სტრასბურგის სასამართლომ ორი ახალი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ევროსასამართლომ საქმეზე – „კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ წამების აკრძალვის, ხოლო საქმეზე – „ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ&l