უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 აგვისტო, 2017 16:23
font-size

თბილისში აზოტის დიოქსიდის მაღალი ინდექსი დაფიქსირდა - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყებამ 2017 წლის ივლისში ჰაერის ინდიკატორული გაზომვის მერვე ეტაპი ჩაატარა, რომლის ფარგლებში ქვეყნის 20 ქალაქში 134 ცალი ინდიკატორული მილაკი იყო განთავსებული. აქედან აზოტის დიოქსიდის შემცველობის განსაზღვრის მიზნით 68 მილაკი, ოზონის - 28, გოგირდის დიოქსიდის - 28 და ბენზოლის - 10.

ანალიზები ჩატარდა დიდი ბრიტანეთის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, ხოლო მიღებული შედეგების შეფასება მოხდა ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან ჰარმონიზებული სისტემის შესაბამისად.

ყველა წერტილში დაფიქსირდა გოგირდის დიოქსიდის, ოზონისა და ბენზოლის დაბალი ინდექსები.

ინდიკატორულმა გაზომვამ აზოტის დიოქსიდის მაღალი ინდექსი დააფიქსირა ქალაქ თბილისის ორ წერტილში: მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტთან“, ასევე ქალაქ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე. აზოტის დიოქსიდის საშუალო ინდექსები გამოვლინდა თბილისის 14 წერტილში, ბათუმის სამ ადგილას, თელავის, ქუთაისისა და ზესტაფონის ორ-ორ წერტილში და ხაშურის, სამტრედიისა და გორის თითო წერტილში.

ექსპერტთა აზრით, აზოტის დიოქსიდის მაჩვენებლის ზრდა შეიძლება იყოს დაკავშირებული, მაგალითად, ტექნიკურად გაუმართავ და მოძველებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან ან მშენებლობის მტვერთან.

სხვადასხვა ნივთიერების კონცენტრაცია განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის, მოხუცებისთვისა და გულსისძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვის.

ცინცაძის ქუჩის მოსახლეობა დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს

22 სექტემბერი, 2018 , 14:30

თბილისში, ცინცაძის ქუჩის მოსახლეობა მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს. N85 კორპუსის მაცხოვრებლების განცხადებით, დაახლოებით ორი წლის წინ, კორპუსის უკან მდებარე კლდის მოჭრისა და საცხოვრებელი სახლის მშე

ეროვნული არქივის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა

22 სექტემბერი, 2018 , 14:30

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მესამე საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ დღეს დასრულდა. სამდღიანი ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობ

გეგუთის გარდა, ბავშვების მოწამვლის ფაქტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთ სოფელში დაფიქსირდა

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

სოფელ გეგუთის გარდა, ბავშვების მოწამვლის ფაქტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთ სოფელში დაფიქსირდა. საერთო ჯამში, მოწამვლის სიმპტომებით სხვადასხვა ჰოსპიტალში 26 ბავშვი გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველ არხს წყა

საქართველო პირველად მასპინძლობს ევროპის სპორტის კვირეულს

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

23 სექტემბერს, 11:00 საათზე თბილისში, რიყის პარკში საზეიმოდ გაიხსნება ევროპის სპორტის კვირეული, რომელიც საქართველოში წელს პირველად გაიმართება.  ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 20 000-მდე ადამინი მიიღებს მონაწი

დედაქალაქის მერი საერთაშორისო აქციას - „დღე ავტომობილის გარეშე“ შეუერთდა

22 სექტემბერი, 2018 , 12:55

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საერთაშორისო აქციას „დღე ავტომობილის გარეშე“ შეუერთდა და მასთან დაკავშირებულ ველორბოლაში მიიღო მონაწილეობა. კახა კალაძემ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და

24-25 სექტემბრის ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

22 სექტემბერი, 2018 , 12:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში 24 და 25

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`