უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ივნისი, 2019 17:20
font-size

თბილისში ჩინური სახალხო დღესასწაული - ნერგების ფესტივალი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ქალაქ თბილისში გამართულ ჩინურ სახალხო დღესასწაულს - ნერგების ფესტივალს დაესწრო და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იანჩისთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ „მედიანიუსს“ გარემო დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მისასალმებელია ჩინეთის საელჩოს სურვილი ხელი შეუწყოს თბილისში გარემოზე ზრუნვას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა გასართობი აქტივობაც გაიმართა. გამწვანების აქციაში ჩართულ მოხალისეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ძი იანჩიმ სპეციალური სერთიფიკატები გადასცეს.

ფესტივალი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, ჩინეთის სავაჭრო პალატისა და მულტიმედია ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და თბილისის მერია იყვნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის მერიის, გლდანის რაიონის გამგეობის, საქართველოში მოქმედი ჩინური კომპანიების წარმომადგენლები და საქართველოსა და ჩინეთის უნივერსიტეტების სტუდენტები.

ნერგების ფესტივალი საქართველოში უკვე სამი წელია ტარდება და მისი მიზანი გარემოზე ზრუნვა და ჩინელი ხალხის სახელით, საქართველოში გამწვანების ხელშეწყობაა.

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

26 სექტემბერი, 2020 , 10:50

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4960 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. რაც შე

ჩვენ გვეკუთვნის ეს ტერიტორია და ჩვენ კუთვნილებაზეა ლაპარაკი - ანდრია ჯაღმაიძე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე

25 სექტემბერი, 2020 , 19:51

ეკლესია-მონასტრების ტერიტორიები ეკუთვნის საპატრიარქოს – ამის შესახებ განცხადება, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღაიძემ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა. "გვაქვს გარკვეული

საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია ჯერ არ გვაქვს - ბიძინა კულუმბეგოვი

25 სექტემბერი, 2020 , 17:40

საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია ჯერ არ გვაქვს, - ამის შესახებ ალერგოლოგ - იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისი თქმით, აქცენტი პაციენტების სახლში მოვლაზე უნდა გაკეთდეს. "ასეთი რადიკალუ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3. 3332 ლარი გახდა

25 სექტემბერი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3332 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2897 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვ

საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს - ირაკლი ღარიბაშვილი

25 სექტემბერი, 2020 , 17:25

„საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს – მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას“, – აღნიშნული

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა

25 სექტემბერი, 2020 , 17:25

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა. შესაბამისი განცხადება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში&

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე