უკან
უახლესი ამბები
- 18.03.2024 18:24იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
- 18.03.2024 18:15საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
არქივი
საზოგადოება
14 ნოემბერი, 2018 16:35
თბილისში ჩხუბის დროს მშობელმა სკოლის დირექტორს უკბინა
თბილისში, ვაზისუბნის ერთ-ერთ სკოლაში მშობელსა და სკოლის დირექტორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა და საბოლოოდ, მშობელმა დირექტორს უკბინა.
შსს-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი კლასის მოსწავლის მშობელი სკოლაში დაიბარეს. თავდაპირველად შელაპარაკება მშობელსა და მასწავლებელს შორის მოხდა, სიტუაციაში გასარკვევად სკოლის დირექტორი ჩაერია. სიტყვიერი დაპირისპირება მშობელსა და დირექტორს შორის გაგრძელდა და მალევე ფიზიკურში გადაიზარდა - მშობელმა დირექტორს ხელზე უკბინა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, დანიშნულია ექსპერტიზები.