უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 დეკემბერი, 2018 15:00
font-size

თბილისში დაახლოებით რვა ახალი მეტროსადგური აშენდება - კახა კალაძე

თბილისში დაახლოებით რვა ახალი მეტროსადგური აშენდება, ასევე შესაძლებელი იქნება მგზავრებს სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტრო მოემსახუროს. დაახლოებით, 80 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტში, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისში დაგეგმილი მიწისზედა მეტროს პროექტზე საუბრისას.

კალაძემ პრემიერის მიერ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველა პროექტი, რომელიც 2018 წელს განხორციელდა, მნიშვნელოვანია.

"ძალიან მნიშვნელოვანია ის ყველაფერი, რაც ამ წლის განმავლობაში გაკეთდა სხვადასხვა მიმართულებით. არ დარჩენილა დარგი, რომელსაც პრემიერი არ შეხებია. ცხადია, ამით თვითკმაყოფილი არავინ არის, ქვეყანაში არის ბევრი გამოწვევა, პრობლემა, რომელსაც სჭირდება ღირსეული პასუხები. მან ასევე ისაუბრა განათლების მიმართულებით რეფორმაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, პრემიერმა ისაუბრა ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე, რომელიც მომავალში განხორციელდება და ერთ-ერთი ასეთი არის ახალი მიწისზედა მეტროს გაკეთება დედაქალაქში სამგორიდან ლილოს მიმართულებით.

დაახლოებით რვა ახალი მეტროსადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში და ასევე შესაძლებელი იქნება სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მოემსახუროს მიწისზედა მეტრო მგზავრებს. დაახლოებით, 80 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტში. უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი და წლის ბოლოსთვის გვექნება ზუსტი ინფორმაცია პროექტის სახით და დავიწყებთ მის განხორციელებას", - აღნიშნა კალაძემ.

საკვანძო სიტყვები:

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი