უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 დეკემბერი, 2019 12:30
font-size

თბილისში დამატებით „ისუზუს“ მარკის 38 და „მანის“ მარკის 16 ავტობუსი იმოძრავებს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მოსახლეობას „იზუსუს“ მარკის რვამეტრიანი და „მანის“ მარკის 10-მეტრიანი დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები წარუდგინა.

ავტობუსები მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში იქნა შესყიდული. 220 ერთეული „იზუსუს“​ მარკის რვაეტრიანი ავტობუსები, ისევე როგორც „მანის“​ მარკის ავტობუსები მუშაობს euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე. რვამეტრიანი ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილით, ხოლო„მანის“​ მარკის ავტობუსები კი სულ 82 მგზავრზე და აქედან 27 დასაჯდომი ადგილია. ორივე მარკის ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi-მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირებისა და ვენტილაციის სისტემები. ავტობუსს გააჩნია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და usb-დამტენები.

დედაქალაქმა დამატებით 38 ერთეული „იზუსუს“​ მარკის რვამეტრიანი და 16 ერთეული „მანის“​ მარკის 10 მეტრიანიავტობუსი მიიღო.

ავტობუსები ეტაპობრივად ერთი კვირის განმავლობაში შემდეგ მარშრუტზე გადანაწილდებიან. ესენია:

N7 – სოფელი დიღომი – მეტროსადგური „დიდუბე“

N12 – დიდი ლილო – მეტროსადგური „ისანი“

N13 – მეტროსადგური „დელისი“ – უნივერსიტეტის ქუჩა

N19 – ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონი – ზემო ფონიჭალა

N36 – ლოტკინის დასახლება – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი

N48 – ჟღენტის ქუჩა – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი

N54 – დიდი დიღომი, მეოთხე მიკრორაიონი-უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი

N57 – სამგორის ქუჩა – კრწანისის ქუჩა

N65 – დოლიძის ქუჩა -რკინიგზის სადგური

N68 – 9 ძმის ქუჩა – სადგურის მოედანი

N75 – ზღვის უბნის მესამე მიკრორაიონი – მეტროსადგური „სარაჯიშვილი“

N77 – ტუბდისპანსერი – რკინიგზის სადგური

N80 – ორთაჭალის ქუჩა – ბარათაშვილის ქუჩა

N110 – მახათას მთა – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი

N122 – მუჯირიშვილის ქუჩა – სადგურის მოედანი

ხოლო, 6 დეკემბერს №37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი – სადგურის მოედანი) „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები გავლენ. N37-ზე აქამდე მოძრავი „მანის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები დიდი მოცულობის „ბოგდანის“ მარკის ძველ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ მარშრუტებზე:

N15 – დიდი დიღომი, მეოთხე მიკრორაიონი-სადგურის მოედანი.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ 2019 წელს 90 ერთეული 10-მეტრიანი „მანისა“​ და 220 ერთეული რვამეტრიანი „იზუსუს“​ მარკის ავტობუსი შეიძინა. ოქტომბრის დასაწყისიდან დღემდე შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტოპარკი 83 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსით შეივსო, რომლებიც უკვე 16 მარშრუტს ემსახურება.

არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ რაიმე გამოძიება ჩატარდება - გიგი უგულავა

11 დეკემბერი, 2019 , 17:43

არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ რაიმე გამოძიება ჩატარდება. პირდაპირ თქვა გამომძიებელმა, რომ არის მსუბუქი დანაშაული და კამერის ამოღების უფლება არ აქვთ, რადგან მსუბუქია,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს&ldqu

„წარმატება საქმის სიყვარულს მოაქვს, პირობების არქონა კი ხელს ვერ შემიშლის” - ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის სტუდენტის ისტორია

11 დეკემბერი, 2019 , 17:30

ახალგაზრდა დიზაინერი, რომელსაც სამუშაო პირობები არ აქვს, მაგრამ დაუღალავი შრომით, სწავლით მიაღწია იმას, რომ მას დღეს მსოფლიოს არაერთი ქვეყნის დიზაინერი იცნობს. დავით დრონ -  ეს ის ახალგაზრდაა, რომელმაც ფრანკფურტის წ

„თავისუფალი საქართველოს“ იურისტებმა მორიგ შრომით დავაში გაიმარჯვეს

11 დეკემბერი, 2019 , 17:15

„თავისუფალი საქართველო“ შრომითი უფლებების დასაცავად მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. როგორც „მედიანიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მ

ნატო ჩხეიძე: ვინ რა მიიღო და რაში მიიღო ამ დაჯილდოებისას, რომ გითხრათ, ბევრი მოსაყოლიც არაფერია

11 დეკემბერი, 2019 , 17:05

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე ლიტერატურული პრემია “ საბას”  დაჯილდოებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სერიიდან: არც ვიცი, მაგრამ გილოცავთ   2-3 დღის წინ კონსერვატორიის დიდ საკონ

„საქსტატმა“ IOS სისტემის მქონე მოწყობილობებისთვის ინფორმაციის გავრცელების ახალი აპლიკაცია შექმნა

11 დეკემბერი, 2019 , 15:35

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა iOS სისტემის მქონე მოწყობილობებისთვის ინფორმაციის გავრცელების ახალი აპლიკაცია შექმნა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მობილური მოწყობილობის მეშვეობით მიიღოს მრავა

მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთის შვილებმა, მთაში დაბადებულმა ადამიანებმა ღირსეულად შეძლონ მთაში ცხოვრება - გიორგი გახარია

11 დეკემბერი, 2019 , 15:35

მსურს, სრული პასუხისმგებლობით დაგპირდეთ, რომ ყურადღება მთის მიმართ, მთის განვითარებისა და მთის შვილების მიმართ გაიზრდება, იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ და შევასრულოთ ჩვენი პოზიტიური ვალდებულება, მთაში დაბადებულ ამაყ ადამია

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`