უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 მაისი, 2017 16:45
font-size

თბილისში დიასპორის ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გაიხსნა

დღეს, თბილისში დიასპორის ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ, საქართველოს პრემიერ -მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ქართულ დიასპორასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე. მისი განცხადებით დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავება სახელმწიფოსგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, საზღვარგარეთ არსებული საქართველოს დიპლომატიური რესურსი კი პრობლემების ეფექტიანად და დროულად გადაჭრის საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ განხორციელდა რეფორმა, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ აიღო დიასპორასთან ურთიერთობის პასუხისმგებლობა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით სამინისტრო გააგრძელებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწყებულ ყველა პროექტს და ასევე განავითარებს და გააუმჯობესებს დიასპორასთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რაც სამინისტროში დიასპორის საკითხებზე მუშაობის ძირითად მიმართულებად განისაზღვრა, ეს გახლავთ დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია, დიასპორასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების კომუნიკაციის გაუმჯობესება „დიასპორასთან შეხვედრის საათების“ სახით, საზღვარგარეთ არსებული ქართულენოვანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ხელშეწყობა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის საქმიანობის ეფექტურობის გზარდა, პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ და „დიასპორული სტაჟირება“ გაფართოება.

„მსგავსი ფორუმის ჩატარება კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ჩვენ დიასპორის წარმომადგენლებთან, ჩვენს თანამემამულეებთან ერთად ვიმსჯელოთ და განვიხილოთ თუ რა პრიორიტეტები, რა პრობლემები და რა შესაძლებლობები არსებობს და დავგეგმოთ მომავალი წელი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დიასპორა და დიასპორის პოლიტიკა გახდა ერთ-ერთი უმთავრესი და პრიორიტეტული საქართველოს მთავრობის საქმიანობაში, შესაბამისად მიდგომა ჩამოყალიბდა კომპლექსური და პირველად მოხდა პროგრამის შემუშავება. ეს პროგრამა ორიენტირებულია, რომ ჩვენი დიასპორა იყოს უფრო ძლიერი, ერთიანი და ჩვენს სამშობლოსთან უფრო მჭიდრო კავშირის მქონე და ამ მიზანს ემსახურება ყველა ის ამოცანა, რომელსაც დღეს ჩვენ წარვადგენთ“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დიასპორის ფორუმი 2017 მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით მიმდინარეობს და მას მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, 100-ზე მეტი დიასპორის წარმომადგენელი ესწრება.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი