უკან

საზოგადოება

5 სექტემბერი, 2017 10:00
font-size

თბილისში ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

დღეს, 5 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. საღამოს, რომელიც „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით ჩატარდება, დაესწრებიან ისრაელის პარლამენტის (ქნესეთის) ვიცე-სპიკერი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ხილიკ ბარი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ისრაელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური, საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსი.

ღონისძიებას „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე გაუძღვება.

ყოველწლიურად, 5 სექტემბერს ევროპის ქვეყნებში ებრაული კულტურის დღეებს სხვადასხვა ღონისძიება ეძღვნება. ის საქართველოში წელს პირველად აღინიშნება.

წელს საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის მონაწილე ქვეყანა გახდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით კი, „ისრაელის სახლი“ საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს ხელმძღვანელობს. „ისრაელის სახლმა“ შესაბამისი მანდატი მ.წ. მარტში ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ ფორუმზე მიიღო.

ხვალინდელ ღონისძიებაზე დაგეგმილია „ისრაელის სახლი“ თაოსნობით საქართველოში მიმდინარე, ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის პრეზენტაცია. „ისრაელის სახლი“ დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს, აგრეთვე, ინიციატივას, რომელიც ისრაელში მოქმედი სარას ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ებრაული წიგნების მუდმივმოქმედი კუთხის გახსნას ითვალისწინებს.

ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემატურად მრავალფეროვანი იქნება. სიტყვით გამომსვლელები ისაუბრებენ საზღვარგარეთ ისრაელის წარმოდგენასა (ჰასბარა) და ქვეყნებთან პირდაპირ კავშირებზე (ხილიკ ბარ), ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის მნიშვნელობაზე (თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ჩოგოვაძე, იციკ მოშე), ებრაული კულტურის ევროპულ დღეებზე ( ქრისტიან ურსი), ისრაელისთვის საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე (შაბთაი ცური), იერუსალიმში ისრაელის სახლის ფორუმის შეჯამებაზე (იციკ მოშე).

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში (გუდიაშვილის ქ.7, კორპ. 3), ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება 5 სექტემბერს, 18 საათზე დაიწყება.

საკვანძო სიტყვები:

დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, მამა ნიკოლოზმა კლინიკაში აზიარა

16 თებერვალი, 2019 , 22:54

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნიკოლოზმა აზიარა. ამისათვის ის სპეციალურად ბათუმიდან ჩამოვიდა. „მოსული

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია - ადვოკატი

16 თებერვალი, 2019 , 20:32

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, დამძიმებულია. - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ „რუსთავი2“ -თან საუბარში განაცხადა. ადვოკატი საპატრ

მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო

16 თებერვალი, 2019 , 19:25

თბილისის ღია უნივერსიტეტში მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გა

უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია - სურსათის ეროვნული სააგენტო

16 თებერვალი, 2019 , 17:01

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფ

თბილისში ხეების სანიტარიული ჭრა კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებშიც იწყება

16 თებერვალი, 2019 , 14:20

თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მუნიციპალურ საზღვრებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრას განაგრძობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები დღეს ასათიანის ქუჩის მიმდებარედ მიმდინარეო

12 პროექტი, გაწერილი 169 მილიონი ლარი და შესრულება ნული - გიგი უგულავა პასუხისმგებლობას ივანიშვილსა და მთავრობას აკისრებს

16 თებერვალი, 2019 , 14:00

„ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი 12 პროექტი, ჯამურად 169 მილიონი ლარის ოდენობით იყო გაწერილი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში და შესრულება არის ნული,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი