უკან

საზოგადოება

19 ივნისი, 2017 14:15
font-size

თბილისში „ევროპული მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2017“ ტარდება

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა და ქალაქ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ „მდგრადი ენერგეტიკის კვირეული“ გახსნეს.

ყოველწლიური კვირეული ენერგეტიკის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ენერგოეფექტურობის ცენტრის ერთობლივი ეგიდით იმართება.

ღონისძიებაზე ისაუბრეს ენერგეტიკის მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებზე.

ევროპული მდგრადი ენერგეტიკის ყოველწლიური კვირეული ქვეყნის მასშტაბით, ევროკავშირის ,,მერების შეთანხმების“ ფარგლებში ტარდება. „მერების შეთანხმების“ ხელმომწერია საქართველოს 14 მუნიციპალიტეტი.

,,მერების შეთანხმება“ არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა, რომელიც ინიცირებულ იქნა 2008 წელს ევროკავშირის მიერ კლიმატისა და ენერგეტიკული პაკეტის მიღების შემდეგ. ,,მერების შეთანხმება“ აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას გააუმჯობესონ ენერგოეფექტურობა და გაზარდონ განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. შეთანხმების ხელმომწერი ქალაქები მიზნად ისახავენ CO2-ის ემისიების შემცირებას 2020 წლისათვის მინიმუმ 20%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეაქვთ მწვანე, დაბალემისიანი ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.

თბილისი იყო პირველი დედალაქი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომელიც 2010 წელს შეუერთდა ამ ინიციატივას.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო წარმოადგნენ „მერების შეთანხმების“ ეროვნულ კოორდიანტორებს და მხარს უჭერენ ,,მერების შეთანხმების“ ხელმომწერი ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს დასახული მიზნების შესრულებაში.

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავება დაიწყო

19 ნოემბერი, 2017 , 19:41

თბილისის მერის, კახა კალაძის დავალებით, ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავებისა და მორეცხვითი სამუშაოები დაიწყო. კახა კალაძე დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვა

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქციის გამოფენა გაიმართა

19 ნოემბერი, 2017 , 19:36

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქციის გამოფენა თბილისში, „ივენთ ჰოლში„ გაიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მისი მოადგილეები – გიორგი ხანიშვილი და იური ნოზაძე დაე

თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

19 ნოემბერი, 2017 , 19:31

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს. ქალაქის მე

ვარდების მოედანზე ყველის ფესტივალი გაიმართა

18 ნოემბერი, 2017 , 17:50

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, ვარდების მოედანზე, უკვე ტრადიციად ქცეული ყველის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინ

გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო

18 ნოემბერი, 2017 , 17:50

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა გადასასვლელში მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დღეს კიდევ ერთხელ გაეცნო

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი მიიღეს

18 ნოემბერი, 2017 , 17:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 179 წვევამდელმა სამხედრო ფიცი მიიღო. შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე