უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 მაისი, 2017 18:10
font-size

თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ახლობლების თქმით, აფგან მუხტარლის აზერბაიჯანული სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ

თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ცოლმა ლეილა მუსტაფაევამ და მისმა ახლობლებმა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართეს. ისინი ვარაუდობენ, რომ მუხტარლი აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.

ჟურნალისტის ერთ-ერთი მეგობრის, დაშგინ აღალარლის განცხადებით, მუხტარლი საგამოძიებო მასალაზე მუშაობდა, რომელიც ეხებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ქონებას როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონაში. მისი თქმით, სავარაუდოდ, ამის გამო გაიტაცეს.

„ის ძალიან აქტიური ჟურნალისტი იყო და, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მასში საფრთხე დაინახა“,- განაცხადა აღალარლიმ.

ის არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეში საქართველოს სპეცსამსახურები იყოს ჩართული, რადგან „საეჭვოა“, რომ მათ ვერაფერი ვერ შეემჩნიათ.

ჟურნალისტის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, მუხტარლის უთვალთვალებდნენ. ახლობლებმა ისიც აღნიშნეს, რომ მას კომპანია „სოკარის“ ადამიანები უთვალთვალებდნენ.

ახლობლები ამ ფაქტზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ.

„მას რომ რაიმე დაემართოს, ეს იქნება საერთაშორისო სკანდალი და ამაში დამნაშავე იქნება საქართველოს მთავრობაც“,- აღნიშნეს ჟურნალისტის მეგობრებმა.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ ინფორმაციით, აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ბოლოს, 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე თბილისში ნახეს. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, რომელსაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, თუმცა ამის შემდეგ, აღარავის უნახავს და მობილური გამორთული აქვს.

„აფგან მუხტარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის იანვრიდან ის საქართველოში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე აბიტურიენტებთან ხატვასა და ხაზვაში გასაუბრება დასრულდა

1 ივლისი, 2020 , 19:26

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტს ეწვია, სადაც აბიტურიენტებთან მიმდინარე გასაუბრება ხატვასა და ხაზვაში დღეს დასრულდა, - ამის შე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0567 ლარი გახდა

1 ივლისი, 2020 , 17:54

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0567 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0568 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

სასწრაფო დახმარების პერსონალსა და სოფლის ექიმებს დღეიდან ხელფასები 100 ლარით გაეზარდათ

1 ივლისი, 2020 , 17:30

სიმბოლურია, რომ დღეს მე თქვენს გვერდით ვარ და მაქვს შესაძლებლობა, პირადად გითხრათ, რომ დღეიდან სასწრაფო დახმარების პერსონალსა და სოფლის ექიმებს ხელფასი 100 ლარით გაეზარდათ, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ოკუ

ეროვნულმა ბანკმა ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების ბროშურები შეიმუშავა

1 ივლისი, 2020 , 16:50

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩართულობით, ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების ბროშურები შეიმუშავა. როგორც „მედიანიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, პროექტი საქარ

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრი დაამტკიცა

1 ივლისი, 2020 , 16:50

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ზაზა აბაშიძე, გრიგოლ მურღულია და ბონდო მძინარაშვილი დაამტკიცა. ზაზა აბაშიძის კანდიდატურას 98-მა დეპუტატმა მისცა ხმა. წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატ

ივლისიდან 70 წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეები 30 ლარით გაზრდილ პენსიას - 250 ლარს მიიღებენ - ბექა ლილუაშვილი

1 ივლისი, 2020 , 16:50

დღეიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიების და სოციალური პაკეტების გაზრდასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის საქართველოს 414 000 მოქალაქე ივლისის თ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე