უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 თებერვალი, 2017 13:10
font-size

თბილისში ღვინის ახალი მაღაზია გახსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანიის „ღვინის სამშობლო" მაღაზიის გახსნას დაესწრო. კომპანია მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ორიენტირებულია ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მომხმარებლისთვის სწორად მიწოდებაზე.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა მაღაზიის გახსნის ღონისძიებაზე აღინიშნა, თბილისის ისტორიულ უბანში ასეთი ობიექტის არსებობა მნიშვნელოვანია როგორც ტურისტებისთვის ქართული ღვინის კულტურის გაცნობის, ასევე ზოგადად, ადგილობრივ ბაზარზე ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლების კუთხით. მისასალმებელია, რომ მაღაზიის ვიზიტორებს ღვინის სპეციალისტები და პროფესიონალი სომელიეები მოემსახურებიან.

კომპანიის “ღვინის სამშობლო“ დამფუძნებელის, აკაკი ზერეკიძის თქმით, კომპანია გორის მუნიციპალიტეტში ახლად გაშენებულ ვენახებს ფლობს. პირველ მოსავალს კომპანია მომავალ წელს ელოდება. მომავალ წელსვე იგეგმება ღვინის წარმოების დაწყებაც.

პროდუქციის რეალიზაციას „ღვინის სამშობლო“ აღნიშნული მაღაზიის გარდა, ადგილობრივ ბაზარზე და საზღვარგარეთ გეგმავს.

ახალი მარაზიის გახსნას ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი დავითი ესწრებოდა.

საქართველოში მშენებლობების ღირებულების ინდექსი მეორე კვარტალში 0.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

23 სექტემბერი, 2020 , 12:40

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში მშენებლობების ღირებულების ინდექსის ზრდის გამო, მიმდინარე მშენებლობების თვითღირებულება გაიზარდა. საქსტატის ცნობით, 2020 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის კ

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება

23 სექტემბერი, 2020 , 12:20

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 34. ინფიცირების დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე

გალტ & თაგარტი მომხმარებელს განახლებულ „G&T Trader”-ის ვებგვერდს სთავაზობს

23 სექტემბერი, 2020 , 12:20

სს „გალტ & თაგარტი“ მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას აგრძელებს. საინვესტიციო ბანკმა მომხმარებელს მასზე მორგებული და დახვეწილი „G&T Trader“-ის ვებგვერდის 

გარდაცვლილ 24-ე პაციენტს ტესტირებით კორონავირუსი აღარ უფიქსირდებოდა, მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა - მარინა ენდელაძე

23 სექტემბერი, 2020 , 12:20

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 24-ე პაციენტი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, თბილისის ინფექციურ საავამყოფოში მკურნალობდა, მას მძიმე თანმხლები დაავადებები

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის საავადმყოფოს 35 000 დოლარის ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა

23 სექტემბერი, 2020 , 11:55

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 35 000$ ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯ

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 69 პაციენტი

23 სექტემბერი, 2020 , 11:13

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4140 შემთხვევაა დადასტურებული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.