უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 ნოემბერი, 2017 15:40
font-size

თბილისში Google-ის დეველოპერებისა და ბიზნეს ჯგუფის ღონისძიება - Devfest Tbilisi 2017 გაიმართება

26 ნოემბერს საქართველოში Google-ის დეველოპერებისა და ბიზნეს ჯგუფის ღონისძიება - Devfest Tbilisi 2017 გაიმართება. Devfest თბილისი ყოველწლიურად ტარდება და საქართველოში უკვე მეხუთედ გაიმართება. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური IT ღონისძიება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში მოეწყობა და იგი საერთო ჯამში 30 000-ზე მეტ დეველოპერს უმასპინძლებს.

წელს ამ ღონისძიების ორგანიზატორები არიან GDG (Google Developers Group), GBG (Google Business Group) თბილისი და ჯეოლაბი. ღონისძიების მასპინძელი საქართველოში ფაბრიკა იქნება.

ჯეოლაბის ინფორმაციით. ფაბრიკის ტერიტორიაზე, 12:00-დან 19:00 საათამდე, ერთმანეთის პარალელურად ჩატარდება თოქები და პანელ დისკუსიები, რომელზეც ახალ ტექნოლოგიებსა და სტარტაპების სფეროში მიმდინარე ახალ ამბებზე იქნება საუბარი.

Devfest Tbilisi 2017-ის ოფიციალური სპონსორი და მხარდამჭერია კომპანია Google. ღონისძიების სპონსორები და მხარდამჭერები არიან: ევროპაბეთი, ლივინგსტონი, გიფერი, მემოგრამი, ოულ გრუფი და სხვა.

Devfest Tbilisi 2017-ზე შეუძლია შემოგვიერთდეს ყველა დაინტერესებული პირი, ვინც ელექტორნული ფორმის საშუალებით წინასწარ დარეგისტრირდება: https://goo.gl/Fd5zNg

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ GDG / GBG მედიისა და კომუნიკაციის მენეჯერს, ლიკა მოშიაშვილს, l.moshiashvili@geolab.edu.ge, +995 577520952.

ინფორმაცია Google Developers Group-ის თბილისის შესახებ

GDG თბილისი, 2012 წლის იანვარში დაარსდა. მისი ვირტუალი ჯგუფი 1000-ზე მეტ ქართველ დეველოპერს აერთიანებს. ღონისძიებებზე დამსწრეთა საშუალო აქტივობა კი 50–70 ადამიანია. 2 წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებებისა და აქტიურობის შედეგად, თბილისის ჯგუფი მსოფლიოს 300–ზე მეტ ჯგუფს შორის, ათეულში და ხუთეულშიც კი მოხვდა. GDG თბილისის ფარგლებში ხდება ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა, Google-ის თანამშრომლებთან პირდაპირი კავშირების დამყარება, უახლესი ტენდენციებისა და ტექნოლოგიების განხილვა, ახალგაზრდა პროგრამისტების მიერ აპლიკიებზე მუშაობის წახალისება და სხვა.

ინფორმაცია Google Business Group-ის შესახებ

ბიზნესის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საზოგადოება - Google Business Group (GBG) მთელს მსოფლიოში ათასობით წარმატებულ და პროფესიონალ ადამიანს აერთიანებს. Google-ის ვებ-ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაზიარება, ბიზნესში ახალგაზრდების წახალისება და მათ პროფესიულ ზრდაში დახმარება GBG Tbilisi-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს.

ინფორმაცია „ჯეოლაბის“ შესახებ

ჯეოლაბი წარმოადგენს მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორიას. ეს არის სივრცე, რომელიც 24 საათის განმავლობაში ღიაა სხვადასხვა საინტერესო და ინოვაციური პროექტების განხორციელებისათვის. ჯეოლაბი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ თქვენი კრეატიული აზროვნებისა და ტექნიკური უნარ–ჩვევების რეალიზებაში.

საკვანძო სიტყვები:

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი