უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 იანვარი, 2020 16:50
font-size

თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ობიექტი დაარსდება

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საქართველოს დედაქალაქში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ობიექტი დაარსდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა.

თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ შეხვედრაზე, თინათინ ნიბლოშვილმა ახლადდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და კომისიის ინიციატივა დეტალურად გააცნო.

„27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ჩვენი ქვეყნების მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე გვსურს, რომ თბილისიც ამ ქვეყნებს შეუერთდეს და ჩვენს დედაქალაქში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი გეოგრაფიული ობიექტი დაარსდეს“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

მისივე თქმით, ობიექტის დაარსების საკითხში კომისია ისრაელის საელჩოსთან საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში მოქმედ ებრაულ ორგანიზაციებთან აქტიურად ითანამშრომლებს.

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რან გიდორმა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს აღნიშნული ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და გეოგრაფიული ობიექტის დაარსებასთან დაკავშირებულ საკითხებში თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

ცნობისთვის, 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ძალებმა აუშვიც–ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლეს და ევროპაში უდიდესი ნაცისტური სასაკლაო აღმოაჩინეს. აუშვიცი ადამიანის მიერ ჩადენილი უდიდესი სისასტიკისა და ჰოლოკოსტის სიმბოლოდ იქცა.

2005 წლის ნოემბერში გაეროს მიერ შემუშავებული რეზოლუციის თანახმად 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.

განათლების სამინისტრო - სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, კერძო სკოლებსაც ეძლევა რეკომენდაცია, 2-მარტიდან 16 მარტამდე არდადეგები გამოაცხადონ

29 თებერვალი, 2020 , 16:09

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, კერძო სკოლებს აძლევს რეკომენდაციას, არდადეგები 2-მარტიდან 16 მარტამდე გამოაცხადონ, – ამის შესახებ გა

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

29 თებერვალი, 2020 , 15:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა პირველი მარტიდან იკრძალება. უწყების ცნობით, აკრძალულ პერიოდში ნადირო

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა

29 თებერვალი, 2020 , 14:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის

ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება

29 თებერვალი, 2020 , 14:40

ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერის

საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

29 თებერვალი, 2020 , 14:40

საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „დღეს, დილას დაემატა მესამე დადასტურებული შემთხვევა. ის

საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები გაძლიერდება

29 თებერვალი, 2020 , 14:40

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავალებები უკვე მიღებული აქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`