საზოგადოება


თბილისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც
თბილისში, რაჟდენ გვეტაძის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი 65 წლამდე მამაკაცია.
ამასთან, ხანძრის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, ხოლო ერთი მცირეწლოვანი ბავშვი კი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ბავშვმა ხანძრის შედეგად კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო.
მძიმეა ერთ–ერთი ქალის მდგომარეობა, რომელიც დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის მამუკა ყირიმელის განცხადებით, ხანძრის ჩასაქრობად 10 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. დამწვარია 60–70 კვ.მ ფართობი.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია.

თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
19 იანვარი, 2021 , 17:19

ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
19 იანვარი, 2021 , 14:40

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
19 იანვარი, 2021 , 11:19

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
19 იანვარი, 2021 , 10:20
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
18 იანვარი, 2021 , 21:40

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
18 იანვარი, 2021 , 17:45