უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

20 დეკემბერი, 2016 17:00
font-size

თბილისში ხვალ მცირე თოვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალისთვის მცირე თოვას პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +2, +7; მთაში-2, +3; მაღალ მთაში -5, 0 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიშესაძლებელია მცირე თოვა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში 0, +5; მთაში -6, -1; მაღალ მთაში -9, -4 გრადუსი.

თბილისში ხვალ მცირე თოვაა შესაძლებელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი, იქნება ღამით -3 და დღისით +3 გრადუსი.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა