უკან

საზოგადოება

13 აგვისტო, 2019 16:37
font-size

თბილისში, მახათას მთაზე 635 ოფიცრისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აშენდება

სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება. კერძოდ, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, თბილისში 635 ოფიცრისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ მიზნით ჩამოყალიბდა ამხანაგობა, რომელსაც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო დაახლოებით 10 ჰექტარ მიწას მახათას მთის ტერიტორიაზე მთავრობა პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად გადასცემს. მთავრობა ასევე უზრუნველყოფს ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების მშენებლობის თანადაფინანსებას.

პროექტის მიმდინარეობასა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებლით უზრუნველყოფისკენ მიმართულ სხვა ნაბიჯებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს თავდაცვის მინისტრსა და ამხანაგობის ხელმძღვანელ სამხედროებს ესაუბრა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, სამხედროების სოციალური უზრუნველყოფა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ბინათმშენებლობა ამ მიმართულებით განსაკუთრებული პროექტია. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით კიდევ არაერთი პროექტი განხორციელდება.

მამუკა ბახტაძემ თავდაცვის სამინისტროს დაავალა, უახლოეს მომავალში წარმოადგინოს დროში გაწერილი გეგმა, პროექტის მომდევნო ფაზების განხორციელების შესახებ.

სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებლით უზრუნველყოფისკენ მიმართული პროექტები საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

“კომპანია Mazilla.ge, შესაძლოა, თაღლითების მიერ იმართებოდეს”- ეროვნული ბანკის გაფრთხილება მომხმარებელს

4 ივნისი, 2020 , 10:40

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც მოსახლეობას სესხის აღებისათვის შუამავლობას სთავაზობს, შესაძლოა თაღლითების მიერ იმართებოდეს. საუბარია კომპანია Mazilla.ge - ზე, რომელიც ინფორმაციაში მოხსენიებ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

4 ივნისი, 2020 , 10:40

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 801 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0416 ლარი გახდა

3 ივნისი, 2020 , 17:32

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0416 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0772 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს

3 ივნისი, 2020 , 17:05

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ივნისის ჩათვლით თიბისი

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

3 ივნისი, 2020 , 16:35

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტ

მიმართვა ელჩს - ევროკავშირის მოქალაქე არასრუწლოვანი საფრთხეშია და მას ცხინვალის გავლით ქვეყნიდან არალეგალურად გატაცება ემუქრება

3 ივნისი, 2020 , 16:35

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ევროკავშირის საელჩოს საქართველოში, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის საქართველოს არაკონტროლ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!