უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 მარტი, 2017 11:35
font-size

თბილისში მოკლე მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრობა ძვირდება

შპს "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის 8 მარტიდან, მოკლე მანძილზე მგზავრობის საფასური მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებით 10 თეთრით გაიზრდება.

აღნიშნული ტარიფი აქამდე 40 თეთრს შეადგენდა, ხოლო 8 მარტიდან მგზავრს 0.50 თეთრის გადახდა მოუწევს.

"კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“. როგორც მოგეხსენებათ არის კერძო კომპანია, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით მგზავრთა გადაყვანას 2011 წლიდან უზრუნველყოფს. კომპანიის კუთვნილ ორიათასამდე მიკროავტობუსზე დასაქმებულია სამიათასამდე მძღოლი, მთლიანად „თბილისის მიკროავტობუსში“ ამჟამად ოთხიათასამდე ადამიანი მუშაობს.

კომპანიაში ინტენსიური პერიოდულობით მუდმივად მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება: დაზიანებული მიკროავტობუსების შეკეთება ან ახლით ჩანაცვლება. გარდა ამისა „თბილისის მიკროავტობუსი“ ითვალისწინებს მძღოლების ინტერესებსაც და მიუხედავად იმისა, რომ მძღოლსა და კომპანიას შორის არსებული კონტრაქტით სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა მძღოლების მოვალეობაა, მიკროავტობუსის ტექნიკურ სერვისს, რომელიც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული,კომპანია საკუთარ თავზე იღებს.

ყოველწლიურად, „თბილისის მიკროავტობუსი“, ისეთი ტექნიკური სამუშაოებისთვის როგორიცაა, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში დაზიანებული იატაკის ან სავარძლების შეცვლა, კონდენცირების სისტემაში გაუმართაობის აღმოფხვრა და ა.შ. რამდენიმე ასეულ ათას ლარს ხარჯავს.

„თბილისის მიკროავტობუსმა“ მგზავრთა გადაყვანის სატარიფო პოლიტიკა ბაზარზე შემოსვლისას 2011 წლისთვის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ რეალობას მოარგო, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ მძიმე რყევები განიცადა, რაც აისახა ყველა იმ პროდუქტზე ფასის მატებით, რომელიც ესაჭიროება მგზავრთა კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას, კომპანიამ თითქმის ექვსი წლის განმავლობაში სატარიფო პოლიტიკა უცვლელი დატოვა.

„თბილისის მიკროავტობუსი“ მუდმივად ითვალისწინებს საკუთარი მომხმარებლების ინტერესებს, შესაბამისად იმისთვის, რომ კომპანიის მენეჯმენტმა უზრუნველყოს ბიზნესის გამართულად მუშაობა, გაუმჯობესდეს მგზავრთა გადაყვანის პირობები, მუდმივად გაგრძელდეს ავტოპარკის განახლება და დაცული იყოს კომპანიის ოთხიათასამდე თანამშრომლის შრომითი უფლებები, გადაწყდა მიკროავტობუსით მგზავრობის ძირითადი ტარიფი 0.80 ლარი იყოს შენარჩუნებული, ხოლო მოკლე მანძილებზე მგზავრობის საფასური გაუთანაბრდეს მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების ტარიფს: 0.40 ლარი გაიზარდოს 0.10 ლარით და 2017 წლის 8 მარტიდან გახდეს 0.50 ლარი." - ნათქვამია განცხადებაში.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი