უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

2 აპრილი, 2020 17:50
font-size

თბილისში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ

ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა თბილისში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული.

„ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის (მშენებლობაში იგულისხმება ყველა სახის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის შენობა-ნაგებობების მშენებლობა), უნდა მიმართონ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური წერილობითი განცხადებით https://my.municipal.gov.ge/#!/guest/service-select-ზე, რომლითაც უნდა წარადგინონ ინფორმაცია იმ ობიექტების შესახებ, სადაც ესაჭიროებათ სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება. ამავე განცხადებაში მათ უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების და წესების შესრულება-დაცვაზე, ასევე მუნიციპალიტეტს მიაწოდონ ინფორმაცია აღნიშნული სუბიექტის მიერ შესაბამის ობიექტზე ამ წესების შესრულებისთვის საჭირო აღჭურვილობების და საშუალებების არსებობაზე.

ამის შემდეგ მუნიციპალიტეტი მოახდენს შესაბამისი ობიექტების შემოწმებას და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება წარმოდგენილი ინფორმაცია, აღძრავს შუამდგომლობას საქართველოს მთავრობასთან ამ ობიექტის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შესაბამის სიაში დამატებასთან და მშენებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მათივე ცნობით, რაც შეეხება გაცხადებული პირობების და აღებული ვალდებულებების შესრულება-დაცვაზე კონტროლს, მას განახორციელებენ მუნიციპალიტეტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება წესების და რეკომენდაციების დარღვევა, პირზე გამოიწერება ადმინისტრაციული ჯარიმა და ეკონომიკურ აგენტს შეუჩერდება საქმიანობის განხორციელების უფლება.

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

2023 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.0 პროცენტი შეადგინა -საქსტატი

31 იანვარი, 2024 , 10:38

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდა 7.0 პროც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი