უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

8 სექტემბერი, 2017 14:35
font-size

თბილისში პროკურატურის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის პროკურატურის ორგანიზებით ქ.თბილისში პროექტების „ადგილობრივი საბჭოს“ და „საზოგადოებრივი პროკურატურის“ განხორციელება დაიწყო.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ადგილობრივი საბჭოს პირველი სხდომა და პროექტების პრეზენტაცია თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა, რომელსაც ქ. თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი მოადგილესთან ერთად, მთავარი პროკურატურის, თბილისის მერიის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ მიზნებისა და ფუნქციების შესახებ. ასევე, განხილული იქნა სტატისტიკა ქ. თბილისში გავრცელებული დანაშაულებისა და პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევი მიზეზების შესახებ. სხდომის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები გავრცელებული დანაშაულების წინააღმდეგ განსახორციელებელ პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

ადგილობრივი საბჭოს პროექტის მიზანია სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების მიერ თბილისში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის განხილვა და ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების ერთობლივი დაგეგმვა.

ადგილობრივი საბჭოს სხდომაზე განხილული იდეების თბილისში განხორციელებას საქართველოს პროკურატურა ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში გეგმავს, რომლის შესახებაც სხდომის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ. შეხვედრაზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და მონაწილეებს სტატისტიკა გააცნო.

ადგილობრივი საბჭოს სხდომები თბილისის ყველა რაიონში გაიმართება.

საკვანძო სიტყვები:

სასამართლომ ძალაში დატოვა ცესკოს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესის შესახებ

17 ნოემბერი, 2018 , 18:47

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურების 24:00 საათამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ რ

გორში 14 წლის წინ დაკარგული ბიჭის ცხედარს ეძებენ

17 ნოემბერი, 2018 , 13:45

გორში სამართალდამცველები 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის ძებნას განაგრძობენ. სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორია პოლიციას აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

17 ნოემბერი, 2018 , 11:05

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზ

შვედეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს

16 ნოემბერი, 2018 , 15:40

შვედეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ შვედეთში საქართველოს საკონსულოში განაცხადეს. შვედეთში საქართველოს საკონსულოს განცხადებას საქართველოს

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16 ნოემბერი, 2018 , 13:15

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლე

შვედეთში საქართველოს მოქალაქის დანაწევრებული სხეული იპოვეს

16 ნოემბერი, 2018 , 12:15

შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცის დანაწევრებული სხეულის ნაწილები ქალაქ კალიქსში ადგილობრივებმა მდინარის ნაპირზე აღმოაჩინეს.  სამართალდამცავებმა მკველობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებულ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`