უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

8 ნოემბერი, 2016 11:50
font-size

თბილისში ქართულ-რუსული ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს

თბილისში ქართულ-რუსული ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს. დამსაქმებელთა ასოციაციისა და ,,უნივერს ბიზნეს ჯგუფის’’ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის საქართველოს ნოვოსიბირსკელი ბიზნესმენები ეწვივნენ.

ფორუმში რუსეთის მხრიდან წარმოდგენილი არიან კომპანიები შემდეგი სექტორებიდან: ინფრასტრუქრურა, ენერგეტიკა და მშენებლობა.

როგორც ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომან ბადალიანი აცხადებს, ღონისძიების ორგანიზატორი რუსული მხარე იყო.

,,ინიციატორი იყო რუსული მხარე. ეს არის კერძოდ, ნოვოსიბირსკის ოლქიდან ბიზნესმენთა ჯგუფი. დამიკავშირდნენ იქიდან და მთხოვეს, რომ მომეხდინა ორგანიზება ქართულ კომპანიებთან ამ შეხვედრის. აღმოჩნდა, რომ ძირითადად დაინტერესებული იყვნენ ენერგეტიკის სფეროთი. დღეს აქ არის წარმოდგენილი 6 კომპანია, რომლებიც მოღვაწეობენ ენერგეტიკის სფეროში და კიდევ არის ორი კომპანია - ერთი სამშენებლო და მეორე ტურისტული’’, - განაცხადა რომან ბადალიანმა.

თავის მხრივ, როგორც ფორუმის მონაწილემ, მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ აღნიშნა, წარმოდგენილი რუსული კომპანიები რუსეთში ქართული პროდუქციის რეკლამირებით არიან დაინტერესებულნი.

,,ეს არის ენერგეტიკის სფერო, ეს არის წყლის და წყალმომარაგების სფეროები, წყლის განმწმენდი ნაგებობების სფერო. აგრეთვე არის მედიაჰოლდინგის სფერო, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს პროდუქციის რეკლამირებით, მათ შორის ტურისტული პროდუქციის რეკლამირებით რუსეთში და აგრეთვე არის სამშენებლო კომპანია წარმოდგენილი რუსეთის მხრიდან, რომელსაც შეუძლია ერთი და ორსართულიანი სახლების მონტაჟი და ჩაბარება’’, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რუსმა ბიზნესმენმა, ალექსანდრ ლუკინმაც. მისი შეფასებით, საქართველოში ბიზნესის წარმოება მარტივია.

,,მე ენერგეტიკის სფეროს წარმოვადგენ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ საქართველოში, კერძოდ, ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენებს ვამზადებთ კინტრიში-ჰესისთვის. ვფიქრობთ, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება მარტივია და ვგეგმავთ ახალ პროექტებში მონაწილეობას’’, - განაცხადა ალექსანდრ ლუკინმა.

ნინო ექვთიმიშვილი

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი