უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

9 ოქტომბერი, 2017 17:25
font-size

თბილისში ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსი გაიმართა

„ქართული ღვინის კვირეული“ საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული „ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსით“ დასრულდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრნენ.

„ქართული ღვინის კვირეული ძალიან დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. ღონისძიებები თბილისის გარდა ჩატარდა გურჯაანში, თელავსა და მარნეულში და დღეს დედაქალაქში ვასრულებთ კვირეულს ამ მნიშვნელოვანი კონკურსით, რომელიც მეოთხედ ტარდება და ყოველ წელს საინტერესო სიახლეებს გვთავაზობს. მადლობა ყველას, ვისი მხარდაჭერითაც ტარდება ეს შესანიშნავი დღესასწაული“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოების ცერემონიაზე.

თბილისის „ივენთ ჰოლში“ გამართულ საზეიმო ცერემონიაში გამოვლინდა საუკეთესო წინანდალი, მუკუზანი, ხვაჭკარა, ქვევრის თეთრი ღვინო, ქვევრის წითელი ღვინო, საფერავი, უსახელოური, ჭაჭა და სულ 14 კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები. კონკურსში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თითქმის ყველა საწარმო მონაწილეობდა, მათ შორის, მცირე მარნები.

კონკურსის პროფესიული ჟიურის წევრები ენოლოგები და სომელიეები, “სახალხო ჟიურის“ წევრები საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იყვნენ. პროფესიული ჟიურის თანათავმჯდომარეები იყვნენ სტივენ სპურიე, ცნობილი ბრიტანელი ღვინის ექსპერტი, ჟურნალ “დეკანტერის” კონსულტანტ-რედაქტორი, საფრანგეთში ღვინის აკადემიის და ქრისტის (Christie's) ღვინის კურსების დამფუძნებელი, ღვინის წიგნების ავტორი და შალვა ხეცურიანი, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი.

კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის საზეიმო დაჯილდოებაზე დასახელდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაწესებული “ქართული ღვინის ორდენის“ სამი კავალერი.

„ქართული ღვინის ორდენის“ ერთ-ერთი მფლობელი გახდა ღვინის ეროვნული სააგენტო, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიოს ცივილიზაციის ცენტრში მიმდინარე გამოფენის „საქართველო - ღვინის აკვანი“ ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ორდენი გადაეცა ასევე სტივენ სპურიეს, ჟიურის თანათავმჯდომარეს და „ახალი ღვინის ფესტივალს“, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს ღვინის კლუბია.

დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში მოხდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ სომელიესა და ასისტენტ სომელიეს სტატუსების მინიჭება. ასევე, თბილისის ღვინის სკოლის (მათ შორის, WSET-ის) კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემა.

ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

23 ოქტომბერი, 2020 , 11:05

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიაში „ციფრული ევროპა

გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე - ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება

20 ოქტომბერი, 2020 , 17:15

სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას გა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი დოლარი გაყიდა

19 ოქტომბერი, 2020 , 17:40

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. "2020 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გა

პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა - „საქსტატი“

19 ოქტომბერი, 2020 , 12:35

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება

14 ოქტომბერი, 2020 , 14:25

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება, - ასეთია განახლებული პროგნოზი, რომელიც ასახულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლო

საქართველოს ეკონომიკა თანდათან პოზიტიურ განვითარებას უბრუნდება - ნათია თურნავა

13 ოქტომბერი, 2020 , 16:55

საქართველოს ეკონომიკა თანდათან უბრუნდება პოზიტიურ განვითარებას. გამოქვეყნდა სექტემბრის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი სექტემბერში 8.6 პროცენტით გაიზარდა. პარალელურად, იმპორტი შ