უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 აპრილი, 2017 13:40
font-size

თბილისში ქართველი შინდლერების პარკის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ „ისრაელის სახლში“ ქართველი შინდლერების პარკის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს მიეძღვნება, რომელიც წელს 24-25 აპრილს აღინიშნება.

პარკი თბილისში, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშეს ინიციატივითა და დედაქალაქის მერიისა და საქართველოსა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სავარაუდოდ, გმირთა მოედნის მიმდებარედ მოეწყობა.

პროექტის მიხედვით, დაიდგმება იერუსალიმის ორი ქვა, რომელთაგან ერთზე ამოტვიფრული იქნება ისრაელის იად ვა-შემის მემორიალური მუზეუმის მიერ ოფიციალურად აღიარებული სერგი მეტრეველის სახელი და გვარი, ხოლო მეორეზე სხვა ქართველი შინდლერების - გრიგოლ ფერაძის, მიხეილ კედიასა და საბა კლდიაშვილის სახელები და გვარები.

ქართველი შინდლერების პარკი შევა ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტში, რომელსაც წელს ზაფხულიდან, ევროსაბჭოს ეგიდით, „ისრაელის სახლი“ განახორციელებს.

პრეზენტაციას დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპული ალიანსი ისრაელისთვის“ ხელმძღვანელობა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ორგანიზაცია „ჯოინთის“ წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე გაიმართება იერუსალიმის ჰოლოკოსტის მუზეუმის მიერ მართალად შერაცხული სერგი მეტრეველის შესახებ ისრაელის სახლის ინიციატივითა და ქნესეთის მხარდაჭერით მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

დაგეგმილია, აგრეთვე, „ისრაელის სახლის“ მიერ მომზადებული, მთავრობებისთვის ისრაელ-საქართველოს 2017 წლის თანამშრომლობის გეგმა/შეთავაზების პრეზენტაცია.

ღონისძიება 25 აპრილს, 11.00 საათზე, „ისრაელის სახლში“ (თავისუფლების მოედანი #4) გაიმართება.

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი