საზოგადოება
თბილისში ქვეითი პატრულ-ინსპექტორების რაოდენობა იზრდება - გიორგი გახარია
მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ქუჩებში იზრდება ქვეითი პატრულ-ინსპექტორების რაოდენობ, - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ იაპონიის მთავრობის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჰიბრიდული და ელექტრომობილების გადაცემის ღონისძიებაზე გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, საპატრული პოლიციაში სტრუქტურული რეფორმებისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, რეფორმის ფარგლებში თბილისის მთავარ სამმართველოში გამოყოფილია ხუთი ტერიტორიული სამმართველო, რომელთა გამოყოფამაც კიდევ უფრო გაზარდა მართვის ხარისხი და ოპერატიული რეაგირების სისწრაფე.
„ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საპატრულო პოლიციას სამართავად გადაეცა უკონტაქტო პატრული. რაც მთავარია, თბილისის ქუჩებში იზრდება ქვეითი პატრულ-ინსპექტორების რაოდენობა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.