უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 მაისი, 2017 14:40
font-size

თბილისში რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი გაიხსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ, რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი გახსნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ბაზა 4 ჰა ტერიტორიაზეა განთავსებული.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შეკრებილ სტუმრებს, სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა და ახალი სპორტული კომპლექსის გახსნა მიულოცა.

„ეს არის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომლის ანალოგი ჩვენს ქალაქში აქამდე არ არსებობდა. ეს ბაზა რაგბის გარდა სპორტის კიდევ 7 სახეობისთვის არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რაგბი, ვინაიდან ჩვენ ვმასპინძლობთ რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ეს ბაზა ჩვენი მოზარდებისა და პატარებისთვისაა, რომლებსაც მსგავსი მოედანი არ ჰქონდათ. დღეს უკვე ამ მოედანზე 300 -ზე მეტი მოზარდი აქტიურად ემზადება რაგბიში. დარწმუნებული ვარ, სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

სარაგბო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა შპს „საბა კონსტრაქშენს“ დაუკვეთა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო. პროექტის შესაბამისად, აშენდა ადმინისტრაციული შენობა, თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი და 1000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნები. სპორტული კომპლექსის მთელ პერიმეტრზე მოეწყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ღობე, სტადიონების საფარი და განათების ახალი სისტემა.

ახალ სპორტულ კომპლექსში ოთხი მოედანია განლაგებული. მათ შორის, ერთი ქვიშის, ორი ხელოვნური და ერთიც ბუნებრივსაფარიანია. სავარჯიშო კომპლექსს აქვს საკუთარი პარკინგის ზონა. ახალი კომპლექსს რაგბის 2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის (U20) ფარგლებში, მონაწილე ნაკრებები სავარჯიშო ბაზად გამოიყენებენ.

სპორტული კომპლექსის გახსნას თბილისის მერთან ერთად ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე, პარლამენტისა და საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები.

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

10 ივლისი, 2020 , 18:54

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ. 11 - 12 ივლისს, შაბათ-კვირას, „ვისოლი“ უნიქარ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0624 ლარი გახდა

10 ივლისი, 2020 , 17:40

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0624 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0624 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გრადამ 14 სართულიანი კორპუსი ააშენა

10 ივლისი, 2020 , 16:33

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია გრადამ დიღომში 210 საცხოვრებელი ბინისგან შემდგარი კომპლექსი „დიდი დიღომი 4“ ააშენა. საერთო ჯამში კომპლექსი 11,256

ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში, სრულად იზოლირებულები იქნება სხვა აბიტურიენტებისგან და ყოველი გამოცდის წინ ჩაუტარდება ტესტირება - ნუნუ მიცკევიჩი

10 ივლისი, 2020 , 16:15

მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო ცენტრებში უსაფრთხოების ყველა ზომა მაქსიმალურად არის დაცული, აბიტურიენტების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში განთავსდება კარანტ

საქართველოში 2019 წლის განმავლობაში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა- ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

10 ივლისი, 2020 , 15:45

2019 წლის განმავლობაში საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა პარლამენტარებ

,,ლელო საქართველოსთვის” სოფელ დიცში არ შეუშვეს, პარტიამ შესაძლოა, პროკურატურას მიმართოს

10 ივლისი, 2020 , 15:45

პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრებმა ბრიფინგი გამართეს და ის ფაქტი განიხილეს, რომ სამართალდამცველებმა პარტიის წევრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში არ შეუშვეს. გორის ორგანიზაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან მდე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე