უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 მაისი, 2017 12:55
font-size

თბილისში რეგიონული ენერგეტიკული სამიტი გაიხსნა

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რეგიონული ენერგეტიკული სამიტი გახსნა. სამიტი ეძღვნება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეფორმებს და იმართება ენერგეტიკის სამინისტროს, USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ G4G -ის და ევროკავშირის EU4ENERGY-ის მხარდაჭერით.

სამიტში ასევე მონაწილეობენ: საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის ხელმძღვანელი ვინსენტ რეი, თურქეთის ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის მინისტრის თანაშემწე ფათიჰ დონმეზი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნერბივი რესურსების მინისტრის მოადგილე აიაკ არუთინიანი, ასევე, საქართველოს მთავრობის, კერძო და სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.

„დღევანდელი „რეგიონული ენერგეტიკული სამიტი“ წარმოადგენს გასულ წელს ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სამიტის და გამართული ღონისძიების სახეცვლილებას. წელს სამინისტროს ინიციატივით ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტეთ მისი მასშტაბი გაგვეფართოვებინა და შინაარსი, თემატური რაკურსი შეგვეცვალა ახალი გარემოებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანებას უკავშირდება. დღეს უკვე წარმოვადგენთ აღნიშნული ორგანიზაციის ოფიციალურ წევრს და აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და შესაბამისი რეფორმატორული საქმიანობისათვის ოპტიმალური დღის წესრიგის შემუშავება, რომელიც, ასევე, მორგებული იქნება რეგიონის სფეციფიკას.

მჯერა, რომ ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებს ენერგეტიკის სფეროში პროგრესის მიღწევის დიდი პოტენციალი აქვთ და ამ მიმართულებით წარმატებას კი აქვს გადამდები ეფექტი ეკონომიკის სხვა დარგებზეც, რაც საყოველთაო წარმატების საწინადარი იქნება მომავალში!“-განაცხადა კახა კალაძემ.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამიტზე განიხილება შემდეგი საკითხები:

საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების შესაბამისად გატარებული რეფორმები და მათი ზემოქმედება ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე;

ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების და ვაჭრობის ხელშეწყობისათვის საჭირო რეგიონალური ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა;

ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების განსაზღვრა და დაფინანსება.

„EU4ENERGY წარმოადგენს ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭრის ოთხწლიან პროგრამას, რომელიც დაიწყო 2016 წლის ივნისში. EU4ENERGY-ის მესამე კომპონენტი, „საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემო და საკვანძო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა“, ფინანსდება ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადაფინანსებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელნი არიან "ენერგეტიკული გაერთიანებისა" და "ენერგეტიკული ქარტიის" სამდივნოები. მისი მიზანია ენერგეტიკულ სექტორში საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემოს გაუმჯობესება და საკვანძო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტების განსაზღვრა. ინიციატივა მოიცავს ექვს ქვეყანას: მოლდოვას, უკრაინას, სომხეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და ბელარუსიას.

G4G - „მმართველობა განვითარებისათვის“ USAID-ის ხუთწლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდასაჭერად.

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე

ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის - გიორგი გახარია

31 მარტი, 2020 , 20:42

ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს

სახლში დარჩენის გარდა, რას სთავაზობს ხელისუფლება ხალხს?! - ნინო ბურჯანაძე

31 მარტი, 2020 , 12:50

„რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სტრატეგიული ანტიკრიზისული გეგმა. იმ ადამიანს, რომელსაც ეუბნები, რომ კარანტინის დროს სახლში უნდა დარჩეს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს ორი დღის შემდე

არც კარანტინია გამორიცხული და არაფერი - გია ვოლსკი

30 მარტი, 2020 , 16:50

თუ საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდება, ან საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდება, ეს იქნება დამყარებული არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაზე, ან პოპულისტურ ქმედებებზე, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ოპონენტებს დასჩემდათ, არამედ ჩა

„ერთიანი საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს

28 მარტი, 2020 , 15:00

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს. „ჩვენ, „ერთიან საქართველოს“, გვინდა წარმოგიდგინოთ, შედარებით მოკრძალებული და რეალისტური გეგმა სწორედ ჩ