უახლესი ამბები
- 19.03.2024 16:46ჩვენი მკაფიო სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური პოზიციაა, რომ არანაირი „ვეტინგი“ არ იქნება - რატი იონათამიშვილი
- 19.03.2024 16:17სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული, ზოგადად, ქართველი ხალხის და „ლელოს“ მიმართ - დავით უსუფაშვილი
- 19.03.2024 16:03გამოდის თუ არა ბატონო ანრი ოხანაშვილი “ნაცი“, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს - რომან გოცირიძე
- 19.03.2024 15:47საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
- 19.03.2024 15:40რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს ემიგრაციას? გვინდა პასუხი და არა დუმილი და ცინიზმი ხელისუფლების მხრიდან - თინა ბოკუჩავა
- 19.03.2024 15:28`საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა, ეს არის ყველაფერი განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის“ - პროტოპრესვიტერი გიორგი მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:10„მაგით, რა, ახალ რამეს გავაკეთებთ? ფასები არის ძალიან გაძვირებული, კარგად იცით ეს“ - მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:04საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:58საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:38სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ - რატი ბრეგაძე
არქივი
მოზაიკა
თბილისში საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა“ გაიმართება
29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით თბილისი უკვე მეცხრედ უმასპინძლებს საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს. “ოქროს პეპელა” 2011 წლიდან იმართება. პროექტის მიზანია აღმოაჩინოს, წაახალისოს და საზოგადოებას გააცნოს კინოხელოვნების მოყვარული ნიჭიერი ბავშვები და მათი შემოქმედება. აგრეთვე, გამარჯვებულები წარადგინოს საერთაშორისო კინოფორუმებსა და ფესტივალებზე.
ფესტივალის მონაწილეები არიან 18 წლამდე ასაკის მოზარდები, როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მონაწილეები ფესტივალის საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამაში წარადგენენ დამოუკიდებლად შექმნილ 7 წუთამდე ქრონომეტრაჟის ანიმაციურ, დოკუმენტურ ან მხატვრულ ფილმებს.
წელს „ოქროს პეპელას“ ისტორიაში უცხოური ფილმების რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა . სულ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 92 ფილმი, აქედან 47 უცხოური და 45 ქართული. ფილმებს პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს, რომელსაც კინოკრიტიკოსი ლუდმილა საენკოვა – მელნიცკაია (ბელარუსი) უხელმძღვანელებს.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან თბილისის ევროპული სკოლა და კომპანია “ოქროს პეპელა”, ხოლო მხარდამჭერები – ევროპის საბავშვო ფილმების ასიციაცია, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქალაქ თბილისის მერია , კინოსტუდია “ქართული ფილმი” და სხვა.