უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 ნოემბერი, 2016 16:35
font-size

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს სახალხო დამცველის, დანიის ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზებით თბილისში, საერთაშორისო კონფერენცია თემაზე-„ბიზნესი და ადამიანის უფლებები: გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში“ გაიმართა.

ღონისძიების გახსნაზე რეგიონში ადამიანის უფლებებზე ბიზნეს გარემოს გავლენის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა განიხილეს.

აღინიშნა, რომ დიდი ენერგეტიკული თუ სხვა საინვესტიციო და ბიზნეს პროექტების ფონზე, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც მრავალი ხარვეზი იკვეთება ბიზნეს სექტორში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით და ჯერჯერობით ბიზნეს–ინტერესებსა და ადამიანის უფლებათა საჭიროებებს შორის ბალანსის დაცვისთვის ქმედითი ღონისძიებები არ განხორციელებულა.

ხაზი გაესვა სახელმწიფო ვალდებულებებს,რომ შექმნას სამართლებრივი მექანიზმები, რათა ადამიანის უფლებები დაცული იყოს ბიზნესის არასასურველი ზემოქმედებისაგან, ხოლო ამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში მსხვერპლს ხელი მიუწვდებოდეს დაცვის ეფექტიან საშუალებებზე.

კონფერენციის მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკის განვითარების უწყვეტობის მნიშვნელობას, რომ აუცილებელია ადამიანის უფლებების დაცვისთვის ქმედითი ღონისძიებების გატარება, მათ შორის შრომის სფეროში მედიაციის მექანიზმების შემუშავება, სამუშაო პირობების ინსპექტირება, ტრეფიკინგთან და შრომით დისკრიმინაციასთან ბრძოლა.

ასევე, ისაუბრეს შრომის უფლებებზე, შრომის საერთაშორისო სტანდარტებზე, საქართველოში სამუშაო ადგილებზე გამოვლენილ დისკრიმინაციაზე, სოციალურ უფლებებზე, მასშტაბურ პროექტებსა და მათ გარემო ზეგავლენაზე. განიხილეს ადეკვატური ანაზღაურების, კონტრაქტის ფორმების, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების დაცვის, კორპორატიულ–სოციალური თანამშრომლობის და დავის განხილვის, მათ შორის კომპანიების შიგნით მსგავსი მექანიზმების შექმნისა და დახვეწის საკითხები.

კონფერენციის მეორე დღეს, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა საქართველოში არსებული მდგომარეობის შეფასებასთან ერთად ისაუბრეს პრაქტიკულ გზებსა და ინიციატივებზე, ბიზნესში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების კუთხით და რა როლი უნდა შეასრულოს სახელმწიფომ ამ პროცესში; ასევე განიხილეს ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხები.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, თემაზე მომუშავე მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების და მსხვილი ბიზნესკომპანიების ხელმძღვანელები, სამოქალაქო საზოგადოების, პროფკავშირებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლები.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი