უკან

პოლიტიკა

19 ივნისი, 2019 14:00
font-size

თბილისში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეხუთე სხდომა გაიმართა

თბილისში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეხუთე სხდომა გაიმართა. რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურების უფროსი რანგის წარმომადგენლებმა. დადგენილი წესის მიხედვით, მიმდინარე წლის ასოცირების კომიტეტის შეხვედრას თავმჯდომარეობდა ქართული მხარე, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი.

შეხვედრა წარიმართა მხარეთა შორის შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით, რომელიც მოიცავდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, მათ შორის ასოცირების შეთანხმებითა და „ასოცირების დღის წესრიგით“ გათვალისწინებულ პრიორიტეტებს. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოში ევროკავშირის მიმდინარე, ასევე დაგეგმილი დახმარების პროგრამები.

სხდომაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის კონსოლიდაციის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, კარგი მმართველობის, სასამართლოს თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შემდგომი გაძლიერებისაკენ. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა რეფორმების კუთხით ქართული მხარის მიერ განხორციელებული ძალისხმევა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ბევრი წარმატებული მაგალითით არის დატვირთული.

ევროკავშირი მიესალმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს და ხაზი გაუსვა საარჩევნო კანონმდებლობის შემდგომი დახვეწის მნიშვნელობას ეუთო-ს რეკომენდაციების შესაბამისად. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უვიზო რეჟიმის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს მზაობა, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები უვიზო მიმოსვლის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

ასოცირების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ცალსახად დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირის მხრიდან განმეორებით აღნიშნა, რომ ის არ აღიარებს არალეგიტიმურ არჩევნებს საქართველოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში. სხდომაზე შეშფოთება გამოითქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით ვითარების შემდგომ გაუარესებასთან დაკავშირებით, მათ შორის საუბარი შეეხო ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებს; ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროკავშირის მხრიდან. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და გამოთქვა მზაობა ინიციატივის განხორციელების კუთხით თანამშრომლობისთვის. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობას და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის გადამწყვეტ როლს ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობაზე. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მზაობას გააგრძელოს ევროკავშირის მისიებში ჩართულობა. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ გააგრძელებდნენ მუშაობას თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ჰიბრიდული საფრთხეების იდენტიფიცირება და ა.შ. ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მომდევნო შეხვედრას, რომელიც ა.წ. შემოდგომაზე თბილისში გაიმართება.

სხდომაზე მხარეებმა მიმოიხილეს ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის საკითხები.

ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა, განსაკუთრებით ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით. სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დახმარების პროგრამებზე, რომელთა მიზანი ევროკავშირთან დაახლოების კუთხით საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერაა. განხილულ იქნა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ეკონომიკური თანამშრომლობა, სტატისტიკა, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა, რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში. ევროკავშირი განსაკუთრებით მიესალმა შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ქვეყნის მიერ განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებს; ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის, როლს ენერგეტიკული უსაფრთხოების კონტექსტში და ქვეყნის ჩართვას ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ ერასმუს+-ში წარმატებული მონაწილეობა, რამაც განაპირობა ქართველი ახალგაზრდების ევროკავშირში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის ზრდა. მხარეები მიესალმნენ თბილისში გახსნილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის მეორე ფაზას და ხაზი გაუსვეს პროექტის შთამბეჭდავ წარმატებას. საქართველოს მხრიდან ხაზი გაესვა ასევე კულტურის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, რომლის მიზანია მეტი ქართული კულტურა ევროკავშირში და პირიქით.

მხარეებმა ისაუბრეს 2018 წლის 21 ნოემბერს საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის მაღალი დონის შეხვედრისას განხილული პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობაზე. ორივე მხრიდან აღინიშნა გამართული მაღალი დონის შეხვედრის წარმატება და მნიშვნელობა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის სარგებლის საზოგადოებისთვის გაცნობისა და ამავდროულად, დეზინფორმაციისა და ანტი-დასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონულ ფორმატში თანამშრომლობა და ინიციატივის 10 წლისთავის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის 11-12 ივლისს ქ. ბათუმში დაგეგმილი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის სტუმრები ევროკავშირიდან და 6 პარტნიორი ქვეყნიდან.

საქართველოში ტურიზმის მხარდასაჭერად ისრაელის დელეგაცია იმყოფება

18 ივლისი, 2019 , 14:20

„ისრაელის სახლის“ მოწვევით, თბილისს ისრაელის ქნესეთისა და პრემიერ ნეთანიაჰუს პარტიის - ლიქუდის წევრები, აგრეთვე, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ. 25-კაციან დელეგაციას ქნესეთის მმართველი კოალიციი

თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა

18 ივლისი, 2019 , 11:15

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს უმასპინძლა. მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული ასპექტები და თანამშრომლობის განვითარე

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. ბიძინა ი

თეა წულუკიანმა ერაყის დელეგაცია მიიღო

17 ივლისი, 2019 , 12:15

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალას შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას მინისტრის მოადგი

„ღრმა პოლიტიკურ კრიზისს, მძიმე ეკონომიკური კრიზისის საფრთხე ემატება“ - გიორგი ვაშაძემ ხუთპუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

16 ივლისი, 2019 , 15:30

"ახალი საქართველოს" ლიდერმა, მძაფრი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის 5 პუნქტიან გეგმა წარადგინა. გიორგი ვაშაძემ იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც საქართველო დაძლევს ეკონომიკურ კრიზ

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი

16 ივლისი, 2019 , 15:10

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, დადგენილებით მიიღებს. რ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს