უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 მარტი, 2018 16:35
font-size

თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებისა და ოკუპაციას შეწირული გმირების სახელობის პარკი გაშენდება

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებისა და ოკუპაციას შეწირული მოქალაქეების უკვდავსაყოფად თბილისში მათი სახელობის პარკი უნდა გაშენდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ჩვენ ყველანი ვგლოვობთ არჩილ ტატუნაშვილს და მის ოჯახთან ერთად ვიზიარებთ ამ ტკივილს. იმედი მაქვს, რომ ის იქნება უკანასკნელი მსხვერპლი, რომელიც შეიწირა საოკუპაციო რეჟიმმა.

ჩვენ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ არამარტო არჩილს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს და ოკუპაციას შეწირულ მშვიდობიან მოსახლეობას.

მინდა, გაგიზიაროთ ჩემი სურვილი, რაშიც ალბათ ყველა თქვენგანი დამეთანხმება – მათი ხსოვნის უკვდავყოფისთვის თბილისში გაშენდეს მათი სახელობის პარკი, სადაც განთავსდება მემორიალიც.

ჩვენ დღესვე დავიწყებთ შესაბამისი ადგილის შერჩევას, ხოლო მემორიალის პროექტზე გამოვაცხადებთ კონკურსს.

საქართველო გმირების ქვეყანაა“, – წერს კახა კალაძე.

აქ ყოველთვის იყო ევროპა - გიორგი გახარია

14 დეკემბერი, 2019 , 17:55

აქ იყო ყოველთვის ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ

სამინისტრო აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში

14 დეკემბერი, 2019 , 17:45

სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში, - ამის შესახებ ნათქვამია განათლ

ნატო ჩხეიძე: მარტო მე მახსოვს და სხვას არავის ქართული ოცნებიდან?

14 დეკემბერი, 2019 , 17:17

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" ორგანიზებული ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სერიიდან: “ერთადერთი რამეა ქვეყნისათვის საშიში”   დეპუტატ

თავისუფლების მოედანზე, `ქართული ოცნების` მიერ ორგანიზებული ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

14 დეკემბერი, 2019 , 16:45

ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო. ღონისძიების მონაწილეებს

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“

14 დეკემბერი, 2019 , 16:40

მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება - ექიმი

14 დეკემბერი, 2019 , 15:10

ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. როგორც საქართველოს პირველ არხს იაშვილის კლინიკის რეანიმატოლოგმა, გიორგი ქიქავამ განუცხადა, პაციენტი იმყო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`