უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 იანვარი, 2018 17:45
font-size

თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა 31 ივლისამდე უნდა დასრულდეს

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის, ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, ტექნიკური მიზეზების გამო, დედაქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის ვადამ გადაიწია.

როგორც თავართქილაძემ განმარტა, მანამდე შერჩეულ ლოკაციებზე წყალთან და სხვა კომუნიკაციებთან მიერთების კუთხით ხარვეზები აღმოჩნდა და შესაბამისად პრობლემები შეიქმნა.

ქონების მართვის სააგენტოს უფროსის განცხადებით, ახალი ხელშეკრულების თანახმად, საზოგადოებრივი ტუალეტების მოწყობის ბოლო ვადა 31 ივლისია.

„დედაქალაქის მასშტაბით საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის მიზნით აუქციონი 3 მაისს გამოცხადდა და 16 მაისს დასრულდა. აუქციონში გაიმარჯვა შპს „კონსალტინგ გრუპ“-მა, რომელთანაც ხელშეკრულება 2017 წლის 31 მაისს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, 2017 წლის დეკემბერში რეტერატები განთავსებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო ვადამ გადაიწია 2018 წლის 31 ივლისამდე. კერძოდ, ადგილმდებარეობაზე, რომლიც მანამდე შერჩეული იყო აღმოჩნდა ხარვეზები წყალთან და სხვა კომუნიკაციებთან მიერთების კუთხით , შესაბამისად კომპანიას შექმნა პრობლემები და მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოახერხა ამ ვადაში საპირფარეშოების განთავსება 30 ლოკაციაზე . კომპანიის მიმართ ჯარიმის დაკისრება არ განხორციელებულა , ვინაიდან თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით მიზეზები, რომელსაც მიუთითებდა, არ იყო გამოწვეული მისი ქმედებით . 31 ივლისი არის ბოლო ვადა, თუმცა ვფიქრობთ, რომ შესაძლოა ადრეც დასრულდეს 3 თვის განმავლობაში. დღეის მდგომარეობით კომპანია მუშაობს, შეკვეთილი აქვს 30-ვე ობიექტისთვის საჭირო მასალები და რამდენიმე თვეში უკვე დაიწყებს განთავსებას“, – განუცხადა ირაკლი თავართქილაძემ პირველ არხს.

საზოგადოებრივი საპირფარეშო იფუნქციონირებს, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე გადახდა შესაძლებელი იქნება სპეციალურ ბარათებით, მათ შორის მეტრომანითაც. ღირებულება 50 თეთრი იქნება.

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტები 30 ლოკაციაზე უნდა განთავსდეს, მათ შორის მეტრო „დიდუბესთან“, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარედ, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების კვეთაზე, სააკაძის მოედანზე, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, კუს ტბის მიმდებარედ და სხვა.

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:47

ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია არასაბანკო სექტორთან და ეცნობა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას, ასევე, სხვა მიმდინარე საკითხებს. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მორიგი ასეთი შეხვედრა მიკრ

მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს 55 წელი შეუსრულდა, 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო - დავით ჭიჭინაძე

24 სექტემბერი, 2020 , 17:25

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მეხანძრე - მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო, რადგან ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2897 ლარი გახდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:10

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2897 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2641 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. შეხვედრაზე გაიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ელექტრონული პორტალი www.student.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფას

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეები, ხოლო გორსა და ფოთში ყველა კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში ბრუნდებიან - მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, ხოლო VII-XII კლასებისთვის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.